(032) 2 293 249‬

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ENPARD-ის თეთრიწყაროს პროექტის შუალედური შედეგები შეაჯამა

ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ENPARD-ის თეთრიწყაროს პროექტის შუალედური შედეგები შეაჯამა

6 დეკემბერს, ასოციაციამ სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ENPARD-ის პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ შუალედური შეფასების სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრა მიზნად ისახავდა სოფლის განვითარების მიმართულებით დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტის მიღწევების წარდგენას, საერთო გამოწვევების მოგვარების მექანიზმების განსაზღვრას და ერთობლივი გეგმის შემუშავებას საქართველოში LEADER მიდგომის პოპულარიზაციისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის პროგრამის მენეჯერი ქეთევან ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის წარმომადგენლები და სოფლის განვითარების პროგრამების განმახორციელებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, RDFG-იმ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში განხორციელებული ENPARD-ის პროექტის შედეგები წარადგინა, დამსწრე პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს პროექტის ძირითადი გამოწვევები და მიღებული გამოცდილება გაუზიარა და პროექტის სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა. პროექტის ფარგლებში თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), რომელიც შედგება სამოქალაქო, კერძო და საჯარო სექტორის 94 წარმომადგენლისგან. ადგილობრივი განვითარების ჯგუფმა ევროპულ LEADER მიდგომაზე დაყრდნობით შეიმუშავა თეთრიწყაროს განვითარების მულტისექტორული სტრატეგია, ხოლო სტრატეგიით დასახულ პრიორიტეტებზე დაყრდნობით კი RDFG-თან ერთად განახორციელა პირველი საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებშიც 37 ადგილობრივი განვითარების ინიციატივა შეირჩა ევროკავშირის ENPARD-ის გრანტით დასაფინანსებლად. გარდა ამისა, 2018 წლის დასაწყისიდან თეთრიწყაროს ლაგის ოფისში ფუნქციონირება დაიწყო DCFTA-ს საინფორმაციო რესურს მაგიდამ. დღემდე 103 ადგილობრივმა მეწარმემ მიიღო ინფორმაცია თუ როგორ უნდა მოიყვანონ საკუთარი პროდუქცია შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან და შეძლოს წვდომა ევროპულ ბაზარზე.
შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა სოფლის განვითარებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიების, 2018 წლის სამოქამედო გეგმებისა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ასევე, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ წარმოდგენლი იქნა  ENPARD III-ის პროექტის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები.
ღონისძიებაზე პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „ლიეტუვას ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელის“ წარმომადგენელმა ქალბატონმა ვიოლეტა ჯანკაუსკიენემ ლაგების ქსელისა და ტრანსნაციონალური თანამშრომლობის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და დამსწრეებს ლიეტუვის გამოცდილება გაუზიარა. ასევე, საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციამ (GALAG) და საქართველოს სოფლის განვითარების საზოგადოებრივმა ქსელმა (GRDN) განხორციელებული და დაგეგმილი ინიციატივები წარმოადგინა.  
ღონისძიების დასკვნით ნაწილში კი მიეძღვნა ჯგუფურ სამუშაოებს, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეთა შორის დისკუსიის ფასილიტაციას და საერთო გამოწვევების გასამკლავებლად ახალი, ინოვაციური იდეებისა და მიდგომების ჩამოყალიბებას. დისკუსიები მიმდინარეობდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ლაგების მდგრადობა, ლაგების ქსელი და საერთაშორისო თანამშრომლობა, ლაგების როლი საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიაში და ადგილობრივი განვითარების პროცესებში. შეხვედრის მონაწილეებმა შეიმუშავეს LEADER მიდგომის პოპულარიზაციისა და ლაგების მდგრადობის ხელშემწყობი ღონისძიებების ჩამონათვალი. ასევე იქნა მიღწეული შეთანხმება, რომ RDFG სოფლის განვითარების პროგრამების განმახორციელებელ პარტნიორებთან და საქართველოს ლაგების ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით უზრუნველყოფს დამატებითი სამუშაო შეხვედრის ორგანიზებას, რომელიც მიეძღვნება შემუშავებული ინიციატივების სიღრმისეულ განხილვას და მათი განხორციელებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავებას.
პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზის ფარგლებში. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია ATA და ლიტვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ქსელი VVTG.