CENN ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრას მასპინძლობს

CENN ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ეს წალკაა“ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრას მასპინძლობს

2021 წლის 9 თებერვალი. ZOOM – CENN ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ‘ეს წალკაა’ ფარგლებში შექმნილ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიება გაიმართება 9 თებერვალს, ონლაინ, ZOOM პლათფორმის მეშვეობით.
ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში  შიექმნა და აქტიურად  მოღვაწეობს წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG);  შემუშავებულია ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა,  აღნიშნული სტრატეგიის დოკუმენტით განსაზღვრული საჭიროებების გათვალისწინებით, წალკის მუნიციპალიტეტში  წარმატებით დასრულდა პირველი საგრანტო კონკურსი, რომლის ფარგლებში დაფინანსდა  15 პროექტი, ჩამოყალიბდა მედიაციისა და სამოქალაქო ჩართულობის 15 კაციანი კომიტეტი, რომელიც ადვოკატირების თანამედროვე მექანიზმების გამოყენებით აქტიურად მუშაობს მუნიციპალიტეტში არსებული გამოწვევების აღმოფხვრაზე, კერძო, საჯარო და საგანმანათლებლო ინსტიტუტებთან გაფორმდა 3 ურთიერთგაგების მემორანდუმი და ჩატარდა 40-ზე მეტი საგანმანათლებლო და ინტეგრაციის ხელშემწყობი შეხვედრა.
შეხვედრის ფარგლებში  მოწვეული სტუმრები გაეცნობიან პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებს და, ამასთან,  იმსჯელებენ პროექტების სამომავლო საქმიანობებზე, რათა  ეფექტიანად მოხდეს ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მხარდაჭერილი პროექტის სხვა პროექტებთან  თანამშრომლობის გაღრმავება წარმატებული საქმიანობისათვის.
ამასთანავე, ENPARD-ის პროგრამის სხვადასხვა პროექტისა და LAG-ების  წარმომადგენლები წარმოადგენენ პროექტების ფარგლებში მიღწეულ შედეგებს, რაც ხელს შეუწყობს პროექტებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP), ENPARD-ის სხვა პარტნიორი ორგანიზაციების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. აღნიშნული ფორმატი მონაწილეთა შორის კავშირებისა და პარტნიორული შესაძლებლობების ჩამოყალიბება-გაძლიერების, შემდგომი განვითარებისათვის შეხედულებების გაცვლისა და გამოცდილებების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა.
პროექტს „ეს წალკაა“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN,  საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით.  პროექტს მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.
დამატებითი ინფორმაცია წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: www.tsalkalag.ge
საკონტაქტო პირები:
  • მელანო ტყაბლაძე, CENN-ის პროექტის, +995 595 11 97 03, melano.tkabladze@cenn.org
  • მარი კიკვაძე, CENN-ის კომუნიკაციის მენეჯერი, +995 577 95 90 20, marie.kikvadze@cenn.org