(032) 2 293 249‬

CENN მასპინძლობს ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ მრჩეველთა საბჭოს მეორე შეხვედრას

CENN მასპინძლობს ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „ქედა ლიდერი“ მრჩეველთა საბჭოს მეორე შეხვედრას

2019 წლის 7 თებერვალი. ბულაჩაურიორგანიზაცია CENN ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისქედა ლიდერიფარგლებში შექმნილ მრჩეველთა საბჭოს რიგით მეორე შეხვედრას უმასპინძლებს. ღონისძიება გაიმართება 7 თებერვალს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში.
პროექტის განხორციელების შედეგად ქედაში ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG), შემუშავდა ქედის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია და დასრულდა პირველი საგრანტო კონკურსი. დაგეგმილი საბჭოს შეკრების მიზანია, მონაწილეთათვის პროექტის მიმდინარეობის გაცნობა. ასევე CENN-, ქედის ადგილობრივი განვითერბის ჯგუფსა და ENPARD-ის სხვა პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ინფორმაციისა თუ რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა.
შეხვედრას დაესწრებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და ENPARD-ის სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმოამდგენლები. აღნიშნული ფორმატი მონაწილეთა შორის კავშირებისა და პარტნიორული შესაძლებლობების ჩამოყალიბებაგაძლიერების, შემდგომი განვითარებისათვის მოსაზრებების გაცვლისა და გამოცდილებების გაზიარების კარგი შესაძლებლობაა.
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.
დამატებითი ინფორმაცია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.kedalag.ge
დღის წესრიგი
საკონტაქტო პირები:
  • ნინო გაფრინდაშვილი, CENN-ის პროექტის მენეჯერი, +995 593 92 48 44, nino.gaprindashvili@cenn.org  
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com