(032) 2 293 249‬

CENN მასპინძლობს მრჩეველთა საბჭოსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრებს

CENN მასპინძლობს მრჩეველთა საბჭოსა და ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრებს

2018 წლის 31 იანვარს და 1 თებერვალს, ბულაჩაურის მწვანე ცენტრში, ორგანიზაცია CENN  ENPARD-ის პროექტის ფარგლებში შექმნილი მრჩეველთა საბჭოსა და საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წარმომადგენელთა შეხვედრებს უმასპინძლებს. შეხვედრები ტარდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტის “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“ აჭარის ა.რ. ქედის მუნიციპალიტეტში ფარგლებში.
რამდენიმეთვიანი ინტენსიური დაგეგმვისა და პროექტის განხორციელების შედეგად ქედაში ჩამოყალიბდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG). დაგეგმილი საბჭოს შეკრების მიზანია, პროექტის მიმდინარეობის გაცნობა და მონაწილეთა შორის ინფორმაციისა თუ რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, CENN ასევე უმასპინძლებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAGs) წარმომადგენელთა სამუშაო შეხვედრას, რომელსაც საქართველოს მასშტაბით 8 LAG-ის წარმომადგენელი დაესწრება. შეხვედრის მიზანია მონაწილეთა შორის კავშირებისა და პარტნიორების შესაძლებლობების ჩამოყალიბება-გაძლიერება, მოსაზრებების გაცვლა შემდგომი განვითარებისათვის და გამოცდილებების გაზიარება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის (EU) ფინანსური მხარდაჭერით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი  (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.
საკონტაქტო პირები:
  • ნინო გაფრინდაშვილი, CENN-ის პროექტის მენეჯერი, +995 593 92 48 44, nino.gaprindashvili@cenn.org
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, +995 595 98 99 16, tamar.k@actionprgroup.com