(032) 2 22 04 26

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი

ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი
ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (CCR), სოციალური და ჯანდაცვის სერვისების ერთ ერთი მსხვილი არასამთავრობო მიმწოდებელია ჩეხეთის რესპუბლიკაში.  მისი მთავარი ამოცანაა, საგარეო განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამების ფარგლებში, დაეხმაროს და მომსახურება გაუწიოს საჭიროებების მქონე პირებს, როგორც ჩეხეთის რესპუბლიკაში ასევე ქვეყნის გარეთ. ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი ახორციელებს ეკლესიის მიერ დაგეგმილ საქველმოქმედო აქტივობებს, რასაც ჩეხეთის რესპუბლიკაში თითქმის  ათასწლოვანი ტრადიცია აქვს. CCR მსოფლიოში ერთ-ერთი ძლიერი და  უდიდესი ქსელის „კარიტას ინტერნაციონალის“ წევრია. ამ უკანასკნელს დიდი გამოცდილება და პოტენციალი გააჩნია დახმარების კოორდინაციის მიმართულებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.charita.cz/en/

 


 

ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD-ის ფარგლებში, კარიტასი ახორციელებს პროექტს “ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა”.
პროექტის ხანგრძლივობა: 2017 – 2020
პროგრამის საერთო მიზანია საქართველოში სოფლად სიღარიბის შემცირება, კონკრეტულად კი სოფლის ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებით ხულოს მუნიციპალიტეტში დასაქმების მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება.
 მოსალოდნელი შედეგები:
  • ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ჩამოყალიბება და ფუნქციონირება;
  • ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ LEADER მიდგომებზე დაყრდნობით, განვითარების სტრატეგიის შემუშავება;
  • ადგილობრივი ბენეფიციარების (პოტენციური ქვე-გრანტორები) მიერ ბიზნესის მართვის ცოდნის და უნარ-ჩვევების გაუმჯობესება, აგრეთვე მათი პროდუქციის, სერვისების  თვალსაჩინოებისა და მდგრადობის გაუმჯობესება;
  • ადგილობრივი ბენეფიციარების მიერ  სოფლის განვითარების პროექტების დაწყება, რომელთა დაფინანსებაც მოხდება სოფლის განვითარების ფონდიდან.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • საკონტაქტო პირი: გიორგი მურვანიძე
  • ელ-ფოსტა: murvanidze@caritas.cz
  • ტელ:  (+995) 599 537 539