‘დედამიწის დღე - იმოქმედე ახალა’
ევროკავშირის მხარდაჭერილი ქედის და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა (LAGs) დედამიწის დღის გამოწვევის გამარჯვებულები გამოავლინა

‘დედამიწის დღე – იმოქმედე ახალა’
ევროკავშირის მხარდაჭერილი ქედის და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფებმა (LAGs) დედამიწის დღის გამოწვევის გამარჯვებულები გამოავლინა

29 აპრილი, 2020. –  დედამიწის დღის „Earth Day – Act Now” გამოწვევის ფარგლებში 7 ახალგაზრდა გამარჯვებული გამოვლინდა ქედის და წალკის მუნიციპალიტეტებში. ევროკავშირის მხარდაჭერილი წალკის და ქედის ადგილობრივი განვითარების  ჯგუფების (LAGs) ორგანიზებით, 22 აპრილს, დედამიწის დღის აღსანიშნავად და გარემოსდაცვით აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშესაწყობად, ქედასა და წალკაში მცხოვრები ახალგაზრდებისათვის 48 საათიანი გარემოდაცვითი გამოწვევა გამოაცხადდა.
კონკურსის ფარგლებში მონაწილეებს ქვემოთ ჩამოთვლილი სხვადასხვა დავალებებიდან, 48 საათის განმავლობაში, რაც შეიძლება მეტი აქტივობის განხორციელება დაევალათ. კონკურსის ფარგლებში შემოთავაზებული აქტივობები მიზნად ისახავდა #დარჩისახლში კამპანიის ხელშეწყობას, საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლებას გარემოსდაცვით საკითხებზე და ასევე, იზოლაციის პირობებშიც კი კონკრეტული გარემოსდასაცავითი აქტივობების სტიმულირებას.  გარდა ამისა, შემოთავაზებული აქტივობების ჩამონათვალს შორის იყოს COVID-19-ის პრევენციისაკენ და პრევენციული ზომების პოპულარიზაციისაკენ მიმართლი აქტივობები . 
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წალკის და ქედის ასგილობრივი განვითარების ჯგუფებისა და CENN-ის მიერ ინიცირებულ Earth Day Challenge-ში სულ გამოვლინდა 7 გამარჯვებული, 6 ქედის მუნიციპალიტეტიდან, 1 კი წალკის მუნიციპალიტეტიდან.
ახალგაზრდების ონლაინ საგანმანათლებლო საქმიანობაში ჩართვის მიზნით, გამარჯვებულებს გადაეცემათ CENN სასაჩუქრე კომპლექტი და 3 თვიანი ინტერნეტ პაკეტი.
Earth Day – Act Now გამოწვევა გამოცხადდა ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტიების „ქედა ლიდერი“ და „ეს წალკაა“ ფარგლებში.  პროექტებს  სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით ახორციელებს CENN, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ქედისა და წალკის მუნიციპალიტეტებში.
დედამიწის დღის შესახებ 
დედამიწის დღე ყოველწლიურად 22 აპრილს აღნიშნება მსოფლიოს მასშტაბით, გარემოს დაცვისადმი მხარდაჭერის დემონსტრირების მიზნით. პირველად ეს დღე 1970 წელს აღინიშნა. დღეს 22 აპრილი 193-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება სხვადასხვა ღონისძიების ორგანიზებით, რომელსაც გლობალურად კოორდინირებას დედამიწის დღის ქსელი უწევს. 
დღეს, დედამიწის დღე საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც მსოფლიოში უდიდესი საერო დაცვის დღე, რომელსაც ყოველწლიურად მილიარდზე მეტი ადამიანი აღნიშნავს, როგორც ადამიანის ქცევის შეცვლისა და გლობალური, ეროვნული და ადგილობრივი პოლიტიკის ცვლილებების განხორციელების ყოველწლიურ ქმედებას. წლევანდელი დედამიწის დღის თემა არის – იმოქმედე კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ
პროექტი „ქედა ლიდერი“ ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით. 
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge