(032) 2 293 249‬

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ევროკავშირის სოფლის განვითარების პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

წლის ივლისი, დედოფლისწყარო –  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი HEKS/EPER-ის პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითრებისთვის (PROCEED)“ საგრანტო განაცხადების ორ ეტაპიანი განხილვისა და ტექნიკური შეფასების შედეგად, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, პირველი საგრანტო კონკურსის 32 გამარჯვებული გამოვლინდა და შესაბამის საგრანტო ხელშეკრულებებს ხელი მოეწერა.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოსული იყო 70 სრული განაცხადი შემდეგი სახის კერძო თუ იურიდიოული პირების მხრიდან:
  1. არასამთავრობო ორგანიზაციები და ასოციაციები, მუნიციპალიტეტი და ადგილობრივი თემის არაფორმალური ჯგუფები
  2. იურიდიული პირები, აგრეთვე სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები
  3. ინდივიდუალური პირები და სტარტაპების ინიციატორები
განაცხადების განხილვის პროცესი ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული დებულების სრული დაცვით წარიმართა. ამასთან, ზედმიწევნით იყო გათვალისწინებული დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში განსაზღვრული პრიორიტეტები.
პირველი საგრანტო კონკურსის გამოცხადებას წინ უძღვოდა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის HEKS/EPER-ის ფართომასშტაიანი საინფორმაციო კამპანია, რომლის ფარგლებშიც პროექტის წარმომადგენლებმა, საკონტაქტო პირებს და თემის აქტიურ წარმომადგენლებს დედოფლისწყაროსა და მის მიმდებარე სოფლებში მიაწოდეს ინფორმაცია დაგეგმილი საგრანტო კონკურსის თაობაზე და გააცნეს მონაწილეობის პირობები. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში განხორციელებული იყო სათემო შეხვედრები 14 სოფელში, პირისპირ შეხვედრები ქალთა საინიციატივო ჯგუფების წარმომადგენლებთან, სკოლების დირექტორებთან და სტუდენტებთან. სულ, სოფლის განვითარებასა და პროექტების ფინანსირების შესაძლებლობის თაობაზე ინფორმირებული იყო 400-ზე მეტი დაინტერესებული პირი და აზრთა ლიდერი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში.
განაცხადებიების წარდგენამდე, საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემოსული პროექტის კონცეფციის ავტორებს  ჩაუტარდათ ტრენინგი „სრული საპროექტო განაცხადის შევსების უნარებზე“. პარალელურად, ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის პროექტების შერჩევის კომიტეტისა და საბჭოს წევრები დაესწრნენ სემინარს, რომელიც მიზნად ისახავდა სრული საპროექტო განაცხადის შეფასებისათვის საჭირო  უნარების გამომუშავებასა და დახვეწას.
განაცხადების შეფასება განხორციელდა შერჩევის კომიტეტის მიერ ქულების ინდივიდუალური მინიჭების სისტემის შესაბამისად. გამარჯვებული პროექტები კომიტეტის რეკომენდაციითა და ტექნიკური შეფასების დასკვნებით, გადაეცა საბჭოს შემდეგი განხილვისა და დამტკიცებისთვის.
საბჭოს სხდომაზე ინდივიდუალური ხმის მიცემის პრინციპით დამტკიცდა 32 საგრანტო პროექტი (სრული სია იხილეთ დანართში) შემდეგ სფეროებში:
  • ტურიზმის განვითარება –  7 გრანტი
  • სოფლის მეურნეობის განვითრება – 5 გრანტი
  • სოციალური და საგანმანათლებლო სფეროს განვითარება –  6 გრანტი
  • კულტურული სფეროს განვითარება – 1 გრანტი
  • დივერიფიცირებული ბიზნესის განვითარება – 13 გრანტი
2018 წლის 19 ივლისს, შედგა საგრანტო ხელშეკრულებების ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიალი.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge
დანართი:
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში პირველი საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა სია