(032) 2 293 249‬

დედოფლისწყაროში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროექტის ბენეფიციარებმა საერთაშორისო ბუღალტერიის სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო სისტემის შესახებ ტრენინგი გაიარეს

დედოფლისწყაროში ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროექტის ბენეფიციარებმა საერთაშორისო ბუღალტერიის სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო სისტემის შესახებ ტრენინგი გაიარეს

2019 წლის სექტემბრის ბოლოს, ორგანიზაციამ „HEKS/EPER საქართველო“, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, I და II საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ბენეფიციარებისთვის საერთაშორისო ბუღალტერიის სტანდარტების და საქართველოს საგადასახადო სისტემის შესახებ ტრენინგი გამართა. ტრენინგის მიზანი იყო ევროკავშირის გრანტის მიმღებთათვის პროექტის ფინანსური მართვის თანამედროვე სტრანდარტებისა და პრაქტიკის გაცნობას და შესაბამისი უნარების ამაღლება. 
ტრენინგის ეფექტურობისათვის, 19 მონაწილე 2 ჯგუფად გაიყო. თვითოეული ჯგუფი დაკომპლექტდა ბენეფიციარების გამოცდილებისა და კონკრეტული საჭიროებების მიხედვით. 
I ჯგუფი, რომელშიც ძირითადად I საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ბენეფიციარებით იყო დაკომპლექტებული, ფოკუსირებული იყო ბუღალტერიის სტანდარტების სხვადასხვა ასპექტებზე, როგორიცაა: ფინანსური ანგარიშგება, ფინანსური ინსტრუმენტები, დარიცხვები, ვალდებულებები და აქტივები, მიწოდების მართვა, ქირა და იჯარა, ხელფასების დაანგარიშება, სახელმწიფო გრანტების მართვა და საშემოსავლო გადასახადი.
II ჯგუფმა, რომელშიც II საგრანტო კონკურსის გამარჯვებული ბენეფიციარები შედიოდნენ, გაიარეს შემდეგი თემები: ბუღალტრული აღრიცხვა და ანგარიშსწორების საერთაშორისო სტანდარტი, პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შედგენა და წარმოება, საგადასახადო დეკლარაციები, სამართლებრივი ფორმები, საგადასახადო კოდექსი დაბეგვრის განაკვეთები, ხელშეკრულებების შედგენა, ბაზრის შეფასება, სარეალიზაციო ფასის დასმის პრინციპი. 
ტრენინგის ფორმატი შეიცავდა კითხვა-პასუხის და დისკუსიის რეჟიმს, რამაც ხელი შეუწყო ტრენინგის მონაწილეების მაღალ ინტერესს, სიღრმისეულ ფიქრსა და საჭირო კონტაქტების დამყარებას. ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატები. 
ევროკავშირის თანადგომით ENPARD II ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge.