ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზაცია HEKS-EPER დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს

ევროკავშირის მხარდაჭერით ორგანიზაცია HEKS-EPER დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების მეოთხე საგრანტო კონკურსს აცხადებს

ორგანიზაცია HEKS-EPER საქართველო, ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის “მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ (PROCEED) ფარგლებში, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) და ბიოლოგიური მეურნეობის ასოციაცია “ელკანა“ სთან ერთად აცხადებს მეოთხე  ღია საგრანტო კონკურს დედოფლისწყაროს   მუნიციპალიტეტში.
საგრანტო კონკურსი მოიცავს როგორც ქალაქ დედოფლისწყაროს, ასევე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ყველა ერთეულს.  
საგრანტო კონკურსის მიზანი: 
კონკურსის მიზანია მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება ადამიანთა სიცოცხლის და ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში შემავალი პრიორიტეტებისა და მიზნების გათვალისწინებით.  
კონკურსის დასაწყისი: 
14 მაისი 2020 
განაცხადების წარდგენის  ბოლო ვადა:  
20 მაისი, 2020 (18:00 საათი). 
დაშვების ზოგადი წესები:
საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იმ საჯარო ინსტიტუციებს, რომლებიც უშუალოდ ფინანსდებიან სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მოქმედებენ დედოფლისწყაროს მუნიციპელიტეტის ტერიტორიაზე. საგრანტო კონკურსში განმცხადებელს შეუძლია მხოლოდ ერთი პირველადი საპროექტო განაცხადის წარდგენა, რომელიც მოიაზრებს არაკომერციული (არამომგებიანი) საქმიანობის განხორციელებას დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტში. უპირატესობა მიენიჭება პროექტებს, რომელნიც დაკავშირებული იქნებიან კოვიდ-19 ვირუსის გავრცელების პრევენციასა და ბრძოლასთან. გრანტის გაცემისას პროგრამა უზრუნველყოფს მაქსიმუმ 90%-იან დაფინანსებას. შესაბამისად, განმცხადებელს მოეთხოვება მთლიანი საინვესტიციო ღირებულების მინიმუმ 10 %-ის თანადაფინანსება.  
მინიმალური გრანტის ოდენობა არის 5,000 ევრო (ეროვნულ ვალუტაში, გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსის შესაბამისად) და მაქსიმალური არის 60,000 ევრო (ეროვნულ ვალუტაში, გაცემის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოცხადებული კურსის შესაბამისად).
საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისგან:
I ეტაპი – პირველადი საპროექტო განაცხადის წარდგენა 
II ეტაპი – სრული საპროექტო განაცხადის წარდგენა
III ეტაპი – საგრანტო განაცხადის დამტკიცება/კონტრაქტის გაფორმება;
შენიშვნა: საგრანტო კონკურსის ფარგლებში არ მოხდება განხილვა და შეფასება იმ პროექტებისა, რომელთა განხორციელება და შედეგის მიღება ვერ მოხერხდება 2020 წლის 16 აგვისტოსთვის. მიუღებელია ისეთი ინიციატივები,  რომელიც მოიზრებს მშენებლობის ან სარემონტო კომპონენტს. ასევე, დაუშვებელია შემდეგი სახის საქონლის/მომსახურების ბიუჯეტში შეყვანა და შემდგომში შესყიდვა: 
  • მეორადი საქონელი (ბიომასალა, ტექნიკა, ინვენტარი, სხვა) 
  • საქონლის, ფრინველის, მწერების შეძენა ნებისმიერი ბიო მასალის
  • საბრუნავი საშუალებები, ნედლეული, კომუნალური ხარჯები 
პირველად საპროექტო განაცხადის (სააპლიკაციო ფორმა) ჩაბარება უნდა მოხდეს ელექტრონული ფორმით შემდეგ მისამართზე:  proceed@heks-eper.org.ge
გამოგზვნისას სათაურის ველში მითითებული უნდა იყოს საგრანტო კონკურსის დასახელება მეოთხე საგრანტო კონკურსი: –  განმცხადებლის სახელწოდება/სტატუსი.
დაგვიანებით მიღებული განაცხადები არ განიხილება!
დანართი:
დანართი 1 – პირველადი საპროექტო განაცხადი (კონცეფციის ფორმა)
დანართი 2 – სრული საპროექტო განაცხადის ფორმა.
დანართი 3 – ფინანსური ნაწილი. 
დანართი 4 – საჩივრებზე რეაგირების სისტემა
კითხვების შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ:
  • შოთა კუკულაძე – საველე და საგრანტო კოორდინატორი
    • მობილური: 599 350 508
    • ელ-ფოსტა: fcdedoplistskaro@elkana.org.ge
  • ალეკო ბაღდაძე – სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების სპეციალისტი
    • მობილური: 591 195 508
    • ელ-ფოსტა: agridedoplistskaro@elkana.org.ge