(032) 2 293 249‬

დუშეთის მუნიციპალიტეტში ევროკავშრის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები გაიხსნება

დუშეთის მუნიციპალიტეტში ევროკავშრის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები გაიხსნება

ii
2016 წლის 30 სექტემბერს 12:00 დან – 16:00 საათამდე ოქსფამი და  მისი პარტნიორი ორგანიზაცია „სოფლად თემთა განვითარების სააგენტო“, ოქსფამის კონსორციუმის სხვა წევრებთან ერთად მედიის წარმომადგენლებს  ეპატიჟება სასოფლო-სამეურნეო საწარმოების ოფიციალურ გახსნაზე „არაგველები“ და „ფუტკრის სახლი ფშავში“, რომლებიც შეიქმნა  სოფლისა და სოფლის მეურნეობისა განვითარების პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინასნებული პროექტის „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.
ღონისძიებას  დაესწრებიან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ევროკავშირის დელეგაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები, ასევე სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები და  სხვა დაინეტერსებული პირები.
კოოპერატივი  „არაგველები“ შეიქმნა 2014 წლის აპრილში, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარისახოში  და შედგება ხუთი წევრისაგან, რომელთა შორის სამი ქალია. ამ კოოპერატივის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს დეკისა და ჩაის სხვა მცენარეული ნარევების წარმოება; აღსანიშნავია, რომ ჩაისთვის საჭირო მცენარეებს კოოპერატივის წევრები თავად აგროვებენ სოფლის შემოგარენში.
კოოპერატივი„ფუტკრის სახლი ფშავში“ ჩამოყალიბდა 2015 წლის სექტემბერში დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროსკარში და ასევე შედგება ხუთი წევრისაგან რომელთაგან ერთი ქალია, კოოპერატივის საქმიანობის ძირითად მიმართულებას წარმოადგენს მეფუტკრეობა და თაფლის წარმოება.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
გთხოვთ დაგვიდასტუროთ თქვენი მონაწილეობა:
მარიამ სვანიძე:mariam_svanidze@yahoo.com599134080
ნინო გვიანიშვილი: ngvianishvili@oxfam.org.uk591119192
დამატებითი ინფორმაცია:
ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროებისთვის ევროკავშირის დახმარება 2013 წლიდან დღემდე 102 მილიონ ევროს შეადგენს. ENPARD-ის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე www.enpard.ge ან დაუკავშირდით:
ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში, კომუნიკაციების მენეჯერი
მიკოლაი ბეკასიაკი Mikolaj-Swietopelek.BEKASIAK@eeas.europa.eu
Action Global Communications: ENPARD-ის საკომუნიკაციო ქსელი,
მაია ჩიტაია, maia.chitaia@actionprgroup.com; ტელ: 599 490012