(032) 2 22 04 26

ENPARD-ის განამხორციელებელი ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ საგრანტო კონკურსს აცხადებს

ENPARD-ის განამხორციელებელი ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ საგრანტო კონკურსს აცხადებს

პრეამბულა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ (PIN) და მისი პარტნიორი ორგანიზაციები, ბიოლოგიური მეურნეობათა ასოციაციაელკანადა საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაცია, აცხადებს საგრანტო კონკურსს პროექტის  „მცირე ფერმერთა კოოპერაციისა და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ ფარგლებში, იმ კოოპერატივებისა და ასოციაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ  ვეტერინარული მომსახურების მიწოდებას მუნიციპალურ და/ან ადგილობრივ დონეზე.  
პროექტი მიზანია იმერეთსა და რაჭაში სოფლად სიღარიბის შემცირება, ბიზნესზე ორიენტირებულ მცირე ფერმერთა და სოფლის მეწარმეთა ჯგუფების განვითარების გზით და აგრობიზნესის გარემოს მხარდაჭერით.
პროექტი  დაფინანსებულია ევროკავშირისა (EU) და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (Czech Development Agency) მიერ, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
პროექტის სამიზნე არეალი მოიცავს ბაღდათის, ხარაგაულის, ხონის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ზესტაფონის, ამბროლაურის და ონის მუნიციპალიტეტებს.
საგრანტო კონკურსის მიზანი:
საგრანტო კონკურსის მიზანია პროფესიული ვეტერინარული მომსახურების გაძლიერება მუნიციპალურ და/ან რეგიონალურ დონეზე.   
ვეტერინარული მომსახურების მიმართ იმერეთისა და რაჭის რეგიონში არსებული მაღალი მოთხოვნის გათვალისწინებით, საგრანტო რესურსი ცალსახად გამოყენებული იქნება  პირუტყვის დიაგნოსტიკური აღჭურვილობის, თერაპიული და ქირურგიული მკურნალობისთვის საჭირო ინსტრუმენტების შესაძენად.  
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:
ვეტერინარულ კოოპერატივებსა და ასოციაციებს, რომელთა მიზანს წარმოადგენს ვეტერინალური სერვისების განვითარება და მიწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში:  ბაღდათი, ხარაგაული, ხონი, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო, ზესტაფონი, ამბროლაური და ონი.
სავალდებულო პირობები:
  • აპლიკანტი უნდა იყოს რეგისტრირებული შემდეგი მუნიციპალიტეტებიდან ერთ-ერთში: ბაღდათი, ხარაგაული, ხონი, თერჯოლა, ტყიბული, წყალტუბო, ზესტაფონი, ამბროლაური და ონი;  
  • ოფიციალურად რეგისტრირებულ წევრთა მინიმალური რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 7-ს;
  • თუ საინვესტიციო პროექტის განხორციელება ეხება რომელიმე სახელმწიფო ორგანიზაციის ან კერძო პირის ინტერესებს (გარემოს დაცვა, გზები, არქიტექტურა, კერძო ნაკვეთების კვეთა, ადგილობრივი ინერტული მასალების გამოყენება და ა.შ.), აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი ადგილობრივი ორგანოებიდან და კერძო პირებიდან პროექტის განხორციელებაზე თანხმობის წერილი.
  • საინვესტიციო პროექტის გარეშე წყაროებიდან თანადაფინანსების შემთხვევაში (PIN-ის გარდა), ყველა წყაროსაგან უნდა იქნას წარმოდგენილი საგარანტიო წერილი.  
აპლიკანტს არ უნდა ჰქონდეს:
  • უარყოფითი საკრედიტო ისტორია;
  • დაყადაღებული ანგარიშები;
  • უარყოფითი საგრანტო ისტორია;
გრანტით სარგებლობის პირობები:                                                                                                
საგრანტო რესურსი გამოყენებული იქნება პირუტყვის სამედიცინო და ქირურგიული მკურნალობისთვის საჭირო დიაგნოსტიკური მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების შესაძენად.  დაუშვებელია გრანტის გამოყენება ნებისმიერი სხვა მიზნით.  
 
თანადაფინანსება:
საგრანტო სქემა ითვალისწინებს საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შესაძენი მოწყობილობის მთლიანი ღირებულების მაქსიმუმ 80%-ის ანაზღაურებას PIN-ის მიერ. დანარჩენი 20% კი უნდა იქნას დაფინანსებული თავად გამარჯვებულის მიერ. მაგალითად, თუ საინვესტიციო პროექტის ფარგლებში შესაძენი მოწყობილობის ღირებულება შეადგენს 30,000 ლარს, პროექტის ფარგლებში მოხდება 24,000 ლარის გამოყოფა, ხოლო დანარჩენი თანხის – 6,000 ლარის გადახდა მოხდება თავად გამარჯვებულის მიერ.
თანადაფინანსების ჩარიცხვა მოხდება PIN-ის საბანკო ანგარიშზე, საიდანაც განხორციელდება საინვესტიციო პროექტით გათვალისწინებული აქტივების  შეძენა.
გრანტის მოცულობა
გრანტის მთლიანი ღირებულება მერყეობს 10000-დან 20000 ევროს ფარგლებში, რომელიც შეიცავს 20% ფულად თანადაფინანსებას გრანტის მიმღების მიერ.
საგრანტო კონკურსში რეგისტრაცია:
კონკურში მონაწილეობის მიღების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1) ნაბეჭდი და ელექტრონული სახით 2017 წლის 2 ივნისის 17:00მდე, შემდეგ  მისამართზე: ქ.ქუთაისი, სოლომონ პირველის ქ #27 (PIN-ის ქუთაისის ოფისი); თუ აპლიკანტი ზემოთ მითითებულ ვადაში არ წარმოადგენს შევსებულ აპლიკაციას, ის ავტომატურად გამოეთიშება კონკურსს.
წარმოდგენილი ბიზნეს გეგმები განიხილება და შეფასდება შესარჩევი კომისიის მიერ შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:
  • სარგებელი სამიზნე რეგიონში მეცხოველეობით დაკავებული ფერმერთათვის;  
  • გეოგრაფიული დაფარვის ზონა;
  • ფინანსური გაანგარიშებების სიზუსტე და რეალისტურობა;
  • ბიზნესის მოსალოდნელი მდგრადობა;
  • ტექნიკური განხორციელებადობა და ბიზნესის აღწარმოების პოტენციალი;
  • აპლიკანტის თანაინვესტირების პროცენტული წილი; 
  • კოოპერატივში/ასოციაციაში ქალებისა და ახალგაზრდების (18-დან 20 წლამდე)  მონაწილეობა;
  • წარსული საგრანტო ისტორია (არსებობის შემთხვევაში);
გრანტით შეძენილი აქტივების საკუთრებაში გადაცემა
საგრანტო კონკურსში გამარჯვებული კოოპერატივს ან ასოციაციას გრანტით შეძენილი აქტივები საკუთრებაში გადაეცემა საგრანტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებისთანავე.
სავალდებულო დანართები:
  • ორგანიზაციის წესდება;
  • წევრთა რეესტრი;
  • ორგანიზაციის ბალანსზე არსებული ქონების ჩამონათვალი შესაბამისი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან;
  • ამონაწერი ყადაღის და დავალიანების არქონის შესახებ;  
  • შენობა ნაგებობის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საიჯარო ხელშეკრულება;
  • საინვესტიციო პროექტისთვის განკუთვნილი  შენობანაგებობის გეგმა;
საგრანტო კონკურსის განრიგი
10 მაისი
საგრანტო კონკურსის გამოცხადება
15 მაისი; 12:00
საინფორმაციო შეხვედრა; შეხვედრის ადგილი: PIN ქუთაისის ოფისი
2 ივნისი, 17:00
ბიზნეს გეგმის წარდგენის საბოლოო ვადა
15 – 20 ივნისი
განაცხადების განხილვა, გამარჯვებულების გამოცხადება
10 მაისიდან, აპლიკაციისა და ბიზნეს-გეგმის ფორმების გადმოწერა შესაძლებელია PIN-ის ვებ-გვერდიდან www.pin.ge.

 

იხილეთ დანართები:

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, მიმართეთ:
  • დავით ჭელიშვილი საველე ოპერაციების მენეჯერი People in Need, ქუთაისი, სოლომონ პირველის 27 ტელეფონი: 595600775; david.chelishvili@peopleinneed.cz;
  • სოფია ფუტკარაძე-საინფორმაციო ოფიცერი  People in Need, ქუთაისი, სოლომონ პირველის 27 ტელეფონი: 591800577 ან 0431 252565; sophie.putkaradze@peopleinneed.cz