ENPARD-ის კოოპერატივების კვლევის შედეგები

ENPARD-ის კოოპერატივების კვლევის შედეგები

საქართველოში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ერთი წელი
ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ორგანიზაცია “ქეა“ და მისი პარტნიორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა (ISET), ENPARD-ის განმახორციელებელ სხვა პარტნიორებთან – „ოქსფამი“, „მერსი ქორფსი“ და „ადამიანი გაჭირვებაში“ – თანამშრომლობით, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივების კვლევის შედეგებს წარმოადგენს.  
კვლევა შეეხება, საქართევლოში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების ერთი წლის (2014-2015) შედეგებს. კვლევის შედეგები ეფუძნება ENPARD-ის განმახორციელებელ პარტნიორთა კონსორციუმის („ქეა“, „ოქსფამი“, „მერსი ქორფსი“ და „ადამიანი გაჭირვებაში“) მიერ შეგროვებულ და ISET-ის პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ გაანალიზებულ მონაცემებს.     
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა ENPARD-ის გრანტის მიმღები 118 კოოპერატივი, რომლებიც დაფინანსდნენ 2016 წლამდე. ევროკავშირის მიერ აჭარაში მხარდაჭერილი კოოპერატივები კვლევაში შესული არ არის. აღნიშნულ კოოპერატივებს 2017 წლის ივნისში გამოსაქვეყნებელი მომდევნო კვლევა მოიცავს.
ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარება გრძელვადიანი პროცესია, ზუსტი დასკვნების გაკეთება რამდენიმე წლის შემდეგ იქნება შესაძლებელი. ამის მიუხედავად, დღესდღეობით არსებული მონაცემები უკვე იძლევა ევროკავშირის მიერ ENPARD-ის ფარგლებში დაფინანსებული კოოპერატივების განვითარებისათვის თვალის მიდევნების საშუალებას და დაინტერესებული მხარეებს აწვდის ინფორმაციას საწყისი ტენდენციების შესახებ.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ კვლევის პრეზენტაციაში და კვლევის ძირითადი მიგნებების დოკუმენტში. ასევე იხილეთ კოოპერატივების თემაზე მომზადებული ინფოგრაფიკა.  
ევროკავშირი ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით, რომელიც საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო  პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ www.enpard.ge