(032) 2 22 04 26

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა საქართველოში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტები შეაჯამეს

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა საქართველოში განხორციელებული სასოფლო-სამეურნეო და სოფლის განვითარების პროექტები შეაჯამეს

2017 წლის 22 ნოემბერს, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პარტნიორთა რიგით მე-15 შეხვედრა გამართა. შეხვედრის მონაწილეებმა ერთმანეთს ENPARD-ის I ფაზის ფარგლებში განხორციელებული პროექტებიდან მიღებული გამოცდილება გაუზირეს.
ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ და სხდომის თავმჯდომარემ, ნოდარ კერესელიძემ გახსნა. მან ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში  მიმდინარე პროექტებზე და ENPARD I-ის ფარგლებში მიღწეული შედეგების შესახებ ისაუბრა. ევროკავშირის ატაშემ, პროგრამის მენეჯერმა, ქრისტინა კასელამ და ევროკავშირის ატაშემ, პროგრამის მენეჯერმა, ალვარო აპარიციო ორტეგამ ENPARD I-ის პროექტების შედეგები შეაჯამეს.
შეხვედრა ღია დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ENPARD-ის პროექტების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ჰქონდათ განხორციელებულ პროექტებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოეთქვათ და გამოცდილებები გაეზიარებინათ. დისკუსიას FAO/ENPARD-ის პროექტის მენეჯერი და მხარდაჭერის ოფიცერი, ხავიერ სანზ ალვარესი უძღვებოდა. გამოთქმული მოსაზრებები და გამოცდილებები ENPARD-ის მიმდინარე პროექტებში აისახება.
ღონისძიების ბოლოს  ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენელთა პრეზენტაციები შედგა. ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციებმა (PIN-მა, CARE-მა და Mercy Corps-მა, Oxfam-მა) შეხვედრის მონაწილეებს ENPARD I-ის ფარგლებში სოფლის განვითარებისა და კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის ანგარიშები წარმოუდგინეს.
ორგანიზაციების UNDP, Mercy Corps, Care, PIN, Oxfam, RDFG, HEKS-EPER, CENN, Caritas Czech Republic, და სხვა პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიმდინარე პროექტების აქტივობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
შეხვედრას ესწრებოდნენ სხვა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომელთაც თავის მხრივ, მოკლედ მიმოიხილეს საკუთარ პროექტებში სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების მიმართულებით მიმდინარე საქმიანობები.
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) დახმარებით. 2013-2019 წლებისათვის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ბიუჯეტი საქართველოში 102 მილიონ ევროს შეადგენს. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებგვერდი: www.enpard.ge