(032) 2 22 04 26

ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია კოოპერატივებისთვის აქტივების გადაცემის ცერემონიას აწყობს

ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია კოოპერატივებისთვის აქტივების გადაცემის ცერემონიას აწყობს

2017 წლის 31 ივლისს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიიდ“ (PIN) მის პარტნიორებთან – ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაციასთან „ელკანა“ და საქართველოს ახალგაზრდა ეკონომისტთა ასოციაციასთან (AYEG) ერთად, მართავს ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი კოოპერატივებისათვის აქტივების საჩუქრად გადაცემის ცერემონიას.
ცერემონია გაიმართება ქუთაისში, სასტუმროში „ბაგრატი 1003“ (წერეთლის მე-2 ჩ. #2ა).
აქტივები საჩუქრად გადაეცემა შემდეგ კოოპერატივებს:
  1. კოოპერატივი „იმედი“
  2. კოოპერატივი „მუხიანი“
  3. კოოპერატივი „იმერეთი 5“
  4. კოოპერატივი „მეღვინეობა კიცხი“
  5. კოოპერატივი „ცისკარი“
  6. კოოპერატივი „მადლიანი ივერია“
  7. კოოპერატივი „ტირიხულა“
  8. კოოპერატივი „წყალობა“
  9. კოოპერატივი „ოკრიბა“
  10. კოოპერატივი „იმერული“
  11. კოოპერატივი „ჯვარისა XXI”
  12. კოოპერატივი „სარგო“
ცერემონიალზე მოწვეული არიან აღნიშნული კოოპერატივების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ჩეხეთის საელჩოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, იმერეთის რეგიონალური და ადგილობრივი ადმინისტრაციებისა და მედიის წარმომადგენლები.
ღონისძიება ტარდება პროექტის „მცირე ფერმერთა კოოპერაციის და პროდუქტიულობის ზრდა იმერეთსა და რაჭაში“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ.
ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამა საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.enpard.ge
საკონტაქტო პირი: სოფო ფუტკარაძე – ტელეფონი 591800577