(032) 2 22 04 26

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია CENN ქედის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

ENPARD-ის პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია CENN ქედის მუნიციპალიტეტში მოსწავლეებისთვის კონკურსს აცხადებს

ქედაში ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია CENN მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსს „მე ლიდერი“ აცხადებს.
კონკურსი „მე ლიდერი“ რეგიონში ახალგაზრდა ლიდერთა და ინოვატორთა აღმოჩენას ისახავს მიზნად და მასში მონაწილეობა ქედის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებისთვის არის შესაძლებელი.
კონკურსში განაცხადის გაკეთება 2017 წლის 1 ნოემბრიდან 29 დეკემბრამდეა შესაძლებელი.
მონაწილეობის მსურველებმა, განსაზღვრულ ვადაში უნდა მოამზადონ ესსე თემაზე „მე ლიდერი“. მოსწავლეებმა,  განაცხადის ფარგლებში, საკუთარი ინოვაციური იდეის შესახებ უნდა დაწერონ, რომლის განხორციელებასაც ისინი საკუთარ თემში, სკოლაში, ან რეგიონში ისურვებდნენ.  საუკეთესო იდეების ავტორები, თებერვალში გამოვლინდებიან და 2018 წლის სასკოლო არდადეგებზე ახალგაზრდა ინოვატორთა მწვანე ბანაკში გაემგზავრებიან.
იხილეთ დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ.
პროექტს “ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის ოპტიმალური გამოყენება სოფლის განვითარებისათვის“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით.
პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლო-სამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 102 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge.