(032) 2 293 249‬

ENPARD III-ის ფარგლებში ევროკავშირი აცხადებს საპროექტო წინადადებების მიღებას, საქართველოში სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მხარდასაჭერად

ENPARD III-ის ფარგლებში ევროკავშირი აცხადებს საპროექტო წინადადებების მიღებას, საქართველოში სოფლად საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მხარდასაჭერად

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, ევროპის სამეზობლო ინსტრუმენტის (ENI) ფინანსური მხარდაჭერით, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD III) ფარგლებში, აცხადებს სოფლის განვითარების საპროექტო წინადადებების მიღებას.
საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში, დაბალგანვითარებულ რეგიონებში, სოფლად, მოწყვლადი მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ ინტეგრაციას, მათ შორის ეკო-მიგრანტებს, კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას (იძულებით გადაადგილებულ პირებსა და მათ მიმღებ თემებს) და ეთნიკურ უმცირესობებს. კონკრეტულ მიზანს კი წარმოადგენს აღნიშნული სამიზნე ჯგუფებისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების (დასაქმების და დასაქმების უნარიანობის), სოციალური ინტეგრაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება.  
პროექტები განხორციელდება სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლის, კახეთის და იმერეთის რეგიონების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში (ადგილმდებარეობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანდართულ სახელმძღვანელოში).   
ინფორმაციის სრულად მისაღებად იხილეთ საგრანტო სახელმძღვანელო განმცხადებლებისთვის.
საპროექტო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 8 ივნისი 2018, 12:00 სთ (ბრიუსელის დრო).