(032) 2 22 04 26

ENPARD-ის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი” და ბორჯომის განვითარების ჯგუფი აცხადებენ ბორჯომის განვითარების საგრანტო პროგრამას

ENPARD-ის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი” და ბორჯომის განვითარების ჯგუფი აცხადებენ ბორჯომის განვითარების საგრანტო პროგრამას

ბორჯომის განვითარების ჯგუფი (LAG), საერთაშორისო ორგანიზაცია „მერსი ქორფს“-თან ერთად, 2018 წლის 22  იანვრიდან 19 თებერვლის ჩათვლით აცხადებს საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს (ინტერესთა გამოხატვის ეტაპი).
აღნიშნული პროგრამა ხორციელდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ ფარგლებში, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მხარდაჭერით.
პროექტი „სოფლის განვითარების მოდელების სრულყოფა საქართველოში“ არის სოფლის განვითარების საპილოტე პროექტის გაგრძელება (მე-2 ფაზა), რომელიც ხორციელდება “მერსი ქორფსის” მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 2015 წლიდან.
პროექტი ეფუძნება ევროპული ლიდერ (LEADER) პროგრამის პრინციპებს. ლიდერი (LEADER) არის ფრანგული აბრევიატურა და ითარგმნება  როგორც ქმედებათა კავშირი სოფლის ეკონომიკისა და განვითარებისთვის. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ბორჯომის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
ამ მიზნის მისაღწევად, ბორჯომის განვითარების ჯგუფის მიერ შემუშავებულ ადგილობრივ განვითარების სტრატეგიაში განისაზღვრა ოთხი პრიორიტეტული სფეროს, კერძოდ კი ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვის და სპორტისა და კულტურის განვითარება, რისთვის აც დაახლოებით 1 მილიონი ლარი გაიცემა გრანტის სახით იმ პროექტებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს აღნიშნული სფეროების განვითარებას ბორჯომის მუნიციპალიტეტში. საგრანტო დაფინანსება გაიცემა ბორჯომის განვითარების ჯგუფის (LAG) ზედამხედველობით.
პროექტში საგრანტო განაცხადის შეტანა შეუძლიათ კერძო სექტორის, არასამთავრობო ორგანიზაციების, ასოციაციების, ადგილობრივი თემების, ფერმერების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების და სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლებს, ასევე კერძო პირებს.
დაინტერესებული მხარეები საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ ვებ-გვერდიდან www.borjomilag.ge, სადაც 2018 წლის 22 იანვრიდან განთავსდება ინტერესთა გამოხატვის ონლაინ ფორმა.
განაცხადის ფორმების შევსება  მოხდება ელექტრონულად. განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადაა 2018 წლის 19 თებერვალი. 
ბორჯომის განვითარების ჯგუფი იმ პირებისთვის ან ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ვისაც ესაჭიროება ტექნიკური დახმარება ინტერესთა გამოხატვის ონლაინ ფორმის შესავსებად გამართავს  ღია კარის დღეებს  23 და 30  იანვარს და 13 თებერვალს, 15:00 სთ-ზე „მერსი ქორფსის“ ბორჯომის ოფისში, მისამართი: ერეკლეს ქუჩა N 37 ქ. ბორჯომი.  
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ბორჯომის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის “LAG“ ტექნიკურ კოორდინატორს, მარიამ მეტრეველს მობილურის ნომერზე: 591 901 015 ან შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: coordinator@borjomilag.ge
 
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებით გაეცანით საინფორმაციო ბროშურას (იხილეთ ატვირთული ფაილი). აგრეთვე ეწვიეთ ბორჯომის ლაგის ფეისბუქ გვერდს: LAGბორჯომი