(032) 2 293 249‬

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება მიმოიხილეს

ENPARD-ის მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრებმა საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარება მიმოიხილეს

23.10.2019 – გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ხელშეწყობით სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მუდმივმოქმედი კომიტეტის წევრების და განმახორციელებელი პარტნიორების 22-ე შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი  ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების მიმდინარეობის განხილვა იყო. პრეზენტაციები და მსჯელობა შეეხეო სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განახლებულ სტრატეგიას, კანონპროექტს აკვაკულტურის შესახებ, სასოფლო-სამეურნეო გრანტებს, ახალგაზრდულ ინიციატივებს და სოფლის განვითარების მართვის სისტემას.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის, სოფლის მეურნეობისა და ექსტენციის განვითარების სტრატეგიების შესრულების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის განვითარების, სამოქალაქო დაცვის და კრიზისების მართვის პროგრამის მენეჯერმა, ქნ. ქეთევან ხუციშვილმა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერმა, ბნ. ჟორჟ დეუმ შეხვედრის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდეს ENPARD-ის მიმდინარე და ასევე მომავალი, მეოთხე ფაზის შესახებ, რომელიც სოფლის განვითარების და ქვეყანაში საკვების უვნებლობის მიმართულებების მხარდაჭერას გააგრძელებს.
“ევროკავშირი აგრძელებს საქართველოში სოფლის განვითარების და მასთან სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას. ველით სოფლის განვითარების ახალი ეტაპის დაწყებას და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს მიერ მხარდაჭერილი ინიციატივები ქვეყანას კიდევ უფრო დააახლოებს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) დოკუმენტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან”, განაცხადა ქეთევან ხუციშვილმა.
FAO-ს პრეზენტაციაში, რომელიც ექსტენციის განახლებულ სტრატეგიას შეეხო, ყურადღება გამახვილდა სადემონსტრაციო ნაკვეთების ქსელის კოორდინირებაზე, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის ექსტენციონერები განახორციელებენ. 
გარემოს დაცვის ეროვნულმა სააგენტომ შეხვედრაზე აკვაკულტურის შესახებ კანონპროექტი წარმოადგინა, რომელიც შიდა წყლებსა და ზღვაში თევზჭერას დაარეგულირებს. რეგულაციების ამოქმედებით საქართველოში წარმოების 30 000 ტონამდე გაზრდა ივარაუდება (რაც 15-ჯერ აღემატება არსებულ მონაცემს).
ENPARD-ის პროექტების განმახორციელებელმა არასამთანრობო ორგანიზაციებმა – RFDG-მ და CENN-მა საქართველოში ახალგაზრდა ფერმერების მხარდასაჭერი ინიციატივები წარმოადგინეს. FAO-მ კი ENPARD III-ის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო გრანტების შესახებ საინფორმაციო და სარეგისტრაციო პლატფორმა წარადგინა, მისამართით – www.FAOGRANTS.ge
შეხვედრის ფარგლებში ENPARD-ის პარტნიორებმა, ასევე იმსჯელეს საქართველოში სოფლის განვითარების მართვის სისტემაზე, ყურადღება გამახვილდა ადგილობრივი განვითარების ჯგუფების სამომავლო საქმიანობაზე. დიკუსიას გაეროს განვითარები პროგრამა (UNDP) უძღვებოდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს წარმომადგენლებმა ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაციებიდან: UNDP, Mercy Corps, Care, PIN, RDFG, HEKS-EPER, GIPA, CENN, Caritas Czech Republic, Action Against Hunger, ასევე ჩეხეთისა და ჰოლანდიის საელჩოებიდან და კოოპერაციის სააგენტოებმა, USDA-მ, USAID-მა და SDC-იმ.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს (2013-2022). ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge