(032) 2 293 249‬

ENPARD-ის პარტნიორებმა ევროკავშირის LEADER პროექტების განხორციელების და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს

ENPARD-ის პარტნიორებმა ევროკავშირის LEADER პროექტების განხორციელების და სამომავლო თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს

18-19 ივლისი, შეკვეთილი – ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პარტნიორმა ორგანიზაციებმა LEADER პროექტების განხორციელების გამოცდილების გაზიარებისა და ერთობლივი საქმიანობის  დაგეგმარების მიზნით ორდღიანი შეხვედრა გამართეს.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ENPARD-ის  განმახორციელებლი პარტნიორი ორგანიზაციების თანამშრომლებმა, საქართველოში მოქმედი ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG) წევრებმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის  მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა.  შეხვედრა გახსნა  გაეროს განვითარების პროგრამის ENPARD-ის პროექტის ეროვნულმა მენეჯერმა, ნოდარ კერესელიძემ. 
შეხვედრის დროს გამართული დისკუსიები შეეხო ისეთ პრიორიტეტულ თემებს, როგორიცაა ფონდების მოძიებისათვის ადგილობრივი განვითარების ჯგუფების შესაძლებლობის ზრდა, ასევე LAG-ების განვითარებისა და მდგრადობისთვის ადვოკატირების მექანიზმების შემუშავება. ამასთან, ღონისძიების მონაწილეებმა 2015 წელს საქართველოში სოფლის განვითარების პროგრამის დაწყებიდან დღემდე არსებული შედეგები შეაჯამეს და სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს. 
შეხვედრის ორგანიზატორი იყო საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD II ფარგლებში მიმდინარე  პროექტების მიზანია სიღარიბის შემცირება საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში: ქედა, ხულო, მესტია, წყალტუბო, ახალქალაქი, ბორჯომი, თეთრიწყარო, ყაზბეგი, წალკა, ახმეტა, ლაგოდეხი და დედოფლისწყარო. პროექტების განმახორციელებლები არიან შემდეგი ორგანიზაციები:  CENN, Caritas – Czech Republic, CARE, People in Need, GIPA, Mercy Corps, RDFG, Action Against Hunger და HEKS-EPER.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge