(032) 2 293 249‬

ENPARD-ის პარტნიორებმა მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მე-20 შეხვედრა გამართეს

ENPARD-ის პარტნიორებმა მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მე-20 შეხვედრა გამართეს

6 მარტი 2019, თბილისი ევროკავშირის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) განმახორციელებელმა პარტნიორებმა მუდმივმოქმედი კომიტეტის რიგით მე-20 შეხვედრა გამართეს. ღონისძიების მონაწილეებმა 2013 წელს საქართველოში პროგრამის დაწყებიდან დღემდე არსებული შედეგები შეაჯამეს და სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები განიხილეს.
მუდმივმოქმედი კომიტეტის შეხვედრები უკვე ექვსი წელია გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ფასილიტაციით იმართება. შეხვედრების მიზანია ENPARD-ის პროექტებს შორის ინფორმაციის გაცვლა და მიმდინარე საკითხებისა თუ სიახლეების შესახებ მრგვალი მაგიდის ფორმატში დისკუსიის წარმართვა. კომიტეტი წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას ევროკავშირის მიერ საქართველოში მხარდაჭერილი სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების პროექტების კოორდინირებული, შეთანხმებული და წარმატებული განხორციელებისთვის.  
ღონისძიება ოფიციალურად გახსნეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის სამსახურის უფროსმა, ვინსენტ რეიმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშემ, სოფლის მეურნეობის პროგრამის მენეჯერმა, კრისტინა კასელამ, და FAO- წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ.  
საქართველოში ENPARD-ის პროექტებმა ჩვენ ბევრი რამ გვასწავლა. პირველ რიგში, აღსანიშავია, რომ უკვე სახეზეა კონკრეტული მიღწევები; ამასთან, არსებული შედეგების და გამოცდილების საფუძველზე შეგვიძლია სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრაც. პროგრამა სულ უფრო მეტად აქცენტრიდება სოფლის განვითარებაზე, ვინაიდან ჩვენი მიზანი სოფლად ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაა, სოფლის მეურნეობის კონკურენტუნარიანობის ზრდითა თუ სხვა ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობით. პროგრამის დახმარებით, საქართველო მეტად უახლოვდება ევროკავშირს და მისთვის სავაჭრო შესაძლებლობებიც იზრდება. ჩვენი მისიაა საქართველოს მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის და სექტორის მდგრადობის გაუმჯობესება, და მასთან, ევროპულ ბაზარზე წვდომის უზრუნველყოფაგანაცხადა მიკოლა ბეკასიაკმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციების ატაშემ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა შეხვედრის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგიების განხორციელების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მან ასევე ბიო-წარმოებაში ჩართული ფერმერებისთვის ახალი სახელმწიფო დახმარების პროგრამების შესახებ ისაუბრა.  
FAO- წარმომადგენელმა საქართველოში, რაიმუნდ იელემ ENPARD-ის სამივე ფაზის ფარგლებში მიმდინარე პროექტების განხორციელებაში FAO- როლზე და ჩართულობაზე ისაუბრა, და ასევე, საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის კუთხით ორგანიზაციის მხარდაჭერა აღნიშნა.
„FAO, ENPARD-ის პარტნიორებთან ერთად,  საქართველოში პროგრამის მესამე ფაზას ახორციელებს. ჩვენ მეოთხე ფაზის შესახებაც უკვე დავიწყეთ ფიქრი. მიმაჩნია, რომ საქართველოში ENPARD-ის შედეგები ძალიან კარგ მაგალითს აძლევს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე მსგავს პროგრამებს“ – განაცხადა იელემ.
შეხვედრას ესწრებოდნენ ENPARD-ის განმახორციელებელი პარტნიორები: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მერსი ქორი (Mercy Corps), ქეა (Care), ფიფლ ინ ნიიდ (PIN), სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), ჰექს-ეპერი (HEKS-EPER), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN), ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი (Caritas Czech Republic), მოძრაობა შიმშილის წინააღმდეგ (Action Against Hunger) და პარტნიორები განვითარების სხვა პროგრამებიდან, ჩეხეთის რესპუბლიკა, ავსტრია, შვეიცარია და ჰოლანდია.
ღონისძიების მონაწილეებმა სხვა საკითხებთან ერთად, საკვები ნარჩენებისა და გეოგრაფიული აღნიშვნების თემებზეც ისაუბრეს. საკვები ნარჩენების მართვის შესახებ პრეზენტაციისას, რომელსაც “კარფურის” ქსელის წარმომადგენელი ესწრებოდა, აღინიშნა საქართველოში საკვები ნარჩენების მართვის მხრივ არსებული პრობლემები  და საკვების დონაციის პოლიტიკის განსაზღვრის შესაძლებლობები. ასევე, შედგა პრეზენტაცია თუშური გუდის ყველის და სულგუნის გეოგრაფიული აღნიშვნების მიმართულებით გაწეულ სამუშაოებზე და საპილოტე პროექტების სხვა რეგიონებში რეპლიკაციის შესაძლებლობებზე.
პარტნიორებმა ინფორმაცია მიიღეს ევროკავშირის სოფლის განვითარების ოთხი ახალი პროექტის შესახებ, რომელიც ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ახმეტის, წალკის, წყალტუბოს და მესტიის მუნიციპალიტეტებში განხორციელდება. ეს საპილოტე პროექტები სოფლის განვითარების ქვემოდან-ზევით მიმართული, ინკლუზიური მოდელის დანერგვას და მუნიციპალიტეტის ყველა თემის წარმომადგენლის ჩართულობას ითვალისწინებენ, ასევე მიზნად ისახავნენ მოწყვლადი თემების, იძულებით გადაადგილებული პირების, ეკო-მიგრანტების, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები და ეთნიკური მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური ინტეგრაციას. ევროკავშირის მსგავს პროექტებს უკვე ახორციელებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროს, ახალქალაქის, ქედას და ხულოს მუნიციპალიტეტებში.  
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებ-გვერდს: www.enpard.ge