(032) 2 293 249‬

ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაცია CENN-მა ევროკავშირის პროექტის „ქედა ლიდერი“ მრჩეველთა საბჭოს მეორე შეხვედრას უმასპინძლა

ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაცია CENN-მა ევროკავშირის პროექტის „ქედა ლიდერი“ მრჩეველთა საბჭოს მეორე შეხვედრას უმასპინძლა

2019 წლის 7 თებერვალს, ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ მხარდაჭერილი პროექტისქედა ლიდერიფარგლებში, CENN-მა მრჩეველთა საბჭოს მეორე შეხვედრას უმასპინძლა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, აჭარის / სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ENPARD-ის  პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. მრჩეველთა საბჭოს შეკრების მიზანი იყო, პროექტის მიმდინარეობის გაცნობა და მონაწილეთა შორის ინფორმაციისა და რეკომენდაციების ურთიერთგაცვლა.
ღონისძიება გახსნეს CENN-ის პროექტის „ქედა ლიდერი“ მენეჯერმა ნინო გაფრინდაშვილმა და აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ჯამბულ ხოზრევანიძემ.
„პროექტის  „ქედა ლიდერი ფარგლებში შექმნილია მრჩეველთა საბჭო, რომლის წევრებიც არიან რეგიონის და სოფლის განვითარების საკითხებზე მომუშავე სამთავრობო უწყებები, ENPARD-ის პარტნიორები და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციები. მრჩეველთა საბჭო წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დაინტერესებულ მხარეებსა და პროექტის გუნდს შორის ეფექტიანი თანამშრომლობისათვის. მრჩეველთა საბჭოს შეხვედრები იმართება ყოველწლიურად და დღეს, ევროკავშირის მხარდაჭერით მეორე შეხვედრა გაიმართა – განაცხადა ნინო გაფრინდაშვილმა.
შეხვედრაზე პრეზენტაციები ასევე წარმოადგინეს ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის თავმჯდომარემ გიორგი აბულაძემ, რომლებმაც ქედის მუნიციპალიტეტში პროექტის მიმდინარეობის და ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. ასევე, მონაწილეებს ENPARD-ის III ფაზის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობა გააცნეს საქართველოში გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის ეროვნულმა მენეჯერმა ნოდარ კერესელიძემ და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ENPARD-ის პროექტების ოფიცერმა, ხავიერ სან ალვარესმა.
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.
დამატებითი ინფორმაცია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.kedalag.ge