(032) 2 293 249‬

ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ CENN ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი GALAG-ის გარემოსდაცვითი ჯგუფის სამუშაო შეხვედას უმასპინძლა

ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ CENN ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი GALAG-ის გარემოსდაცვითი ჯგუფის სამუშაო შეხვედას უმასპინძლა

2019 წლის 5-6 თებერვალს, ENPARD-ის პარტნიორმა ორგანიზაცია CENN-მა უმასპინძლა ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილი GALAG-ის გარემოსდაცვითი ჯგუფის სამუშაო შეხვედრას. ღონისძიება ბულაჩაურის მწვანე ცენტრში შედგა. შეხვედრის მიზანი იყო GALAG-ის წევრი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს შორის გარემოსდაცვით გამოწვევებზე დისკუსიის წარმართვა, მდგრადი განვითარების მისაღწევად თანამედროვე მიდგომების  გაცნობა და GALAG-ის გარემოსდაცვითი ჯგუფის მხარდაჭერა მიღებული ცოდნისა და ინფორმაციის ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა აქტივობებში დასანერგად.   
სამუშაო შეხვედრაზე CENN-ის ექსპერტებმა წარმოადგინეს ისეთი მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი საკითხები, როგორიცაა: კლიმატის ცვლილება წარმოდგენილი გლობალურიდან ადგილობრივ კონტექსტამდე;  ტყის რესურსის გონივრული მართვისა და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მნიშვნელობა მდგრადი განვითარებისათვის; საქართველოში ნარჩენების მართვის სექორში არსებული გამოწვევები, გადაჭრის გზები და ადგილობრივი თემების როლი ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების დანერგვის პროცესში;  საზოგადოებისათვის სუფთა წყალზე  ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და ინფორმაციის გაცვლა სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების შესახებ; აგრეთვე, ბუნებრივი კატასტროფების რისკების შემცირებისა და მართვის  ეფექტიანი სისტემების მნიშვნელობა ადგილობრივი თემების მედეგობისათვის. შეხვედრის მეორე დღე დაეთმო გარემოსდაცვითი გამოწვევებისა და შესაძლებლობების ანალიზს. შედეგად მოხდა GALAG-ის გარემოსდაცვითი ხედვის განსაზღვრა, რაც საფუძვლად დაედება GALAG-ის გარემოსდაცვითი სტრატეგიის შემუშავებას.
ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრა იყო ძალიან მნიშვნელოვანი GALAG-ის გარემოსდაცვითი ჯგუფისთვის. აღნიშნული ჯგუფი იანვარში ჩამოყალიბდა რადგან გარემოს დაცვა პრიორიტეტული მიმართულება არის ყველა LAG-ისთვის. შეხვედრის შედეგად, მოხდა GALAG-ის გაძლიერდა გარემოსდაცვითი საკითხებზე, აღნიშნული საშუალებას მოგვცემს მომავალში  განვახორციელოთ ადვოკატირებისა და ლობირების  უფრო მასშტაბური კამპანიები.” –  განაცხადა GALAG-ის კოორდინატორმა, თიკო ჭულუხაძემ.
LAG-ის წარმომადგენლებს მსგავსი ტიპის შეხვედრების ფორმატში შესაძლებლობა ეძლევათ იმსჯელონ საერთო, ან მსგავს გარემოსდაცვით გამოწვევებზე, რომლებსაც ადგილობრივ დონეზე აწყდებიან, ასევე დასახონ აღნიშნული გამოწვევების გადაჭრის გზები და მექანიზმები თანამონაწილეობრივი გზით. CENN-ის გუნდი მოხარულია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ითანამშრომლებს ადგილობრივ ჯგუფებთან გარემოსდაცვითი საკითხების სხვადასხვა დონეზე პრიორიტეტიზაციის მიზნით.” – აღნიშნა შეხვედრის ფასილიტატორმა და CENN-ის ENPARD-ის გუნდის წევრმა, მელანო ტყაბლაძემ.
პროექტიქედა ლიდერიხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით. პროექტის მიზანია ადგილობრივი ეკონომიკური საქმიანობის დივერსიფიკაცია, ინვესტიციების მოზიდვა და კონკრეტული სასოფლოსამეურნეო და გარემოსდაცვითი პრაქტიკის ხელშეწყობა სოფლის განვითარების თანამონაწილეობრივი, სტრატეგიული დაგეგმვის გზით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.
დამატებითი ინფორმაცია ქედის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე www.kedalag.ge