(032) 2 293 249‬

ENPARD საქართველო და მისი პარტნიორები ჩაის სექტორის პირველ რეგიონალურ ფორუმს უმასპინძლებენ

ENPARD საქართველო და მისი პარტნიორები ჩაის სექტორის პირველ რეგიონალურ ფორუმს უმასპინძლებენ

ოთხშაბათს, 1-ელ ივლისს, ევროპის სამეზობლოს პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და მისი განმახორციელებელი პარტნიორები ქეა საეთაშორისო კავკასიაში, ISET, რეგიონალური განვითარების სააგენტო და საქართველოს ფერმერთა ასოციაცია უმასპინძლებს ჩაის სექტორის პირველ რეგიონალურ ფორუმს. ფორუმი გაიმართება ქუთაისში, სასტუმრო ბაგრატში, 14:00-18:00 საათზე.ჩაის სექტორის რეგიონალურ ფორუმს დაესწრება სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი, ასევე ევროკავშირის საქართველოს წარმომადგენლობის მაღალი ოფიციალური პირები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და ჩაის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლები.

 

ფორუმის დროს აქცენტები გაკეთდება ჩაის წარმოების სფეროში არსებულ გამოწვევებსა და განვითარების პერსპექტივებზე. განხილულ საკითხებს შორის იქნება:

  • ფერმერთა ჯგუფებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემდგომი ინტეგრაცია ჩაის ღირებულებათა ჯაჭვში და ფერმერთა დაკავშირება ბიზნეს-შესაძლებლობებთან
  • სექტორის პროდუქტიულობის გაუმჯობესება
  • ახალი საექსპორტო ბაზრების იდენტიფიცირება
  • ჩაის ბრენდების განვითარება და მართვა

ეს ფორუმი არის ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული პირველი ღონისძიება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების დიალოგების სერიიდან, რომელიც იმართება CARE International-თან, რეგიონული განვითარების ასოციაციასა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციას თანთანამშრომლობით.

 

ENPARD-ის პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ www.enpard.ge

ENPARD -ის საკომუნიკაციო ქსელი, Action Global Communications , მაია ტაიაიაmaia.chitaia@actionprgroup.com; ტელ. 599 490012