(032) 2 293 249‬

„ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში წალკის სოფლებში სათემო მობილიზაციის პირველი შეხვედრები იგეგმება

„ეს წალკაა“ პროექტის ფარგლებში წალკის სოფლებში სათემო მობილიზაციის პირველი შეხვედრები იგეგმება

მიმდინარე წლის 17 აპრილიდან ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტისეს წალკააფარგლებში CENN იწყებს სათემო მობილიზაციის შეხვედრებს წალკის მუნიციპალიტეტის 18 სოფელსა და ქალაქ წალკაში.
სათემო მობილიზაციის მიზანია ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაციის მიწოდება პროექტის ფარგლებში დაგეგმილი საქმიანობების და სოფლის განვითარების ევროპული მოდელის – LEADER მიდგომის შესახებ.
სათემო შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მაცხოვრებელები, რომლებიც წარმოადგენენ სხვადასხვა სათემო ჯგუფებს – საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, მეწარმეებს, კოოპერატივებს, ადგილობრივ ხელისუფლებას, კულტურული და სათემო სერვისების მიმწოდებლებს. შეხვედრებისას, განსაკუთრებული ფოკუსი გაკეთდება ქალების,  ახლაგაზრდების, მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობის უზრუნველყოფაზე. შეხვედრების დროს განიხილება ადგილობრივი განვითარების გამოწვევები და ადგილობრივთა საერთო ინტერესები.
სათემო მობილიზაციის შეხვედრების განრიგი:
ადმინისტრაციული ერთეული
სოფელი
თარიღი
დრო
ბეშთაშენი
ახალშენი
17/04/2019
10:30
ბეშთაშენი
ბეშთაშენი
17/04/2019
12:00
კოხტა
ჩრდილიასუბანი
17/04/2019
14:00
კოხტა
კოხტა
17/04/2019
14:00
კოხტა
ხარება
17/04/2019
14:00
ბარეთი
იმერა
17/04/2019
16:00
ბარეთი
ბარეთი
18/04/2019
10:30
ბარეთი
ლივადი
18/04/2019
10:30
ბარეთი
საბეჭისი
18/04/2019
12:00
თეჯისი
თეჯისი
18/04/2019
14:00
არსარვანი
არსარვანი
18/04/2019
16:00
არსარვანი
ჩოლიანი
18/04/2019
16:00
არსარვანი
გოდაკლარი
18/04/2019
16:00
.წალკა
ტბეთი
19/04/2019
10:00
.წალკა
.წალკა
19/04/2019
12:00
დაბა თრიალეთი
დაბა თრიალეთი
19/04/2019
14:00
დაბა თრიალეთი
კავთა
19/04/2019
14:00
ბედიანი
ბედიანი
19/04/2019
16:00
ბედიანი
ხრამჰესი
19/04/2019
17:30
დამატებითი ინფორმაციისათვის, დაგვიკავშირდით:
მელანო ტყაბლაძე
პროექტისეს წალკაამენეჯერი, CENN
+995 595 11 97 03
melano.tkabladze@cenn.org  
პროექტსეს წალკააევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს CENN, საქართველოს ფერმერთა ასოციაციასთან (GFA) და სოფლის განვითარების კვლევით ინსტიტუტთან (Ifls) თანამშრომლობით. პროექტის საერთო ბიუჯეტია 2.4 მილიონი ევროა. ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი უკვე ახორციელებს მსგავს პროექტებს ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ქედის, ხულოს, დედოფლისწყაროს, თეთრიწყაროსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში. მიმდინარე წელს, ევროკავშირის დაფინანსებით, სოფლის განვითარების კიდევ ოთხი ახალი პროექტის განხორციელება დაიწყება, კერძოდ  წალკის, ახმეტის, წყალტუბოსა და მესტიის მუნიციპალიტეტებში.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებგვერდს: www.enpard.ge.