(032) 2 22 04 26

EVOLUXER-ის ორგანიზებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გერმანიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

EVOLUXER-ის ორგანიზებით სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თანამშრომლები გერმანიაში სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ

2017 წლის 2-9 ივლისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტისსასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერებაფარგლებში, ესპანურმა კომპანიამ EVOLUXER-მა სააგენტოს თანამშრომლებისთვის გერმანიაში სასწავლო ვიზიტის ორგანიზება უზრუნველყო. აღნიშნული აქტივობა, სოფლის მეურნეობის, უფრო კონკრეტულად კი, კოოპერციის მიმართულებით, საქართველოს საჯარო მოხელეებისთვის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას ისახავდა მიზნად.
საქართველოს დელეგაციას სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე, ნი კონსტანტინე ხუცაიძე ხელმძღვანელობდა. ENPARD-ის სააგენტოს გაძლიერების პროექტის გუნდის ხელმძღვანელი ნი მანფრედ შუსელი და ტრენინგების ფასილიტატორი სოფიკო შარაბიძე ასევე იმყოფებოდნენ გერმანიაში სასწავლო ტურის ფარგლებში.
სასწავლო ვიზიტის დასაწყისში, მონაწილეები ვაინშტეფანტრისდორფის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის, ტრისდორფის სასოფლოსამეურნეო განათლების ცენტრს ესტუმრნენ ბავარიაში, სადაც მათ დეკანმა, პროფესორმა რალფ შლაუდერერმა უმასპინძლა. ნი შლაუდერერი საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამისსოფლის მეურნეობის მენეჯმენტისხელმძღვანელიცაა. აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამაში მუდმივად ირიცხებიან როგორც საქართველოს, ასევე სხვა განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეები. დეკანმა სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს გერმანული საგანმანათლებლო სისტემა, სოფლისმეურნეობის პროფესიული სასწავლებლები, თეორიული განათლების და ოჯახური მეურნეობებისთვის განკუთვნილი პრაქტიკული ტრენინგები გააცნო. მან ასევე ისაუბრა მომსახურების სფეროს და მარკეტინგულ კოოპერატივებზე, ისევე როგორც მომსახურების ინსდუსტრიაზე. სამაგისტო პროგრამასოფლის მეურნეობის მენეჯმენტიაერთიანებს ინფორმაციას ყველა ზემოაღნულ თემაზე.
საგანმანათლებლო ცენტრ ტრისდორფის ვიზიტისას, საქართველოს დელეგაცია ეწვია ფერმის მექანიზაციის ცენტრს,  მეცხოვლეობის, რძის ანალიზის და მერძევეობაში ჩართული პირების გადამზადების ცენტრს, ისევე როგორც ბიოგაზის გათბობის კვლევით სადგურს, რომელიც გერმანიაში უნიკალური, დამოუკიდებელი ენერგო რესურსის მაგალითს წარმოადგენს.  საგანმანათლებლო ცენტრ ტრისდორფის სოფლის მეურნეობის პროფესიული სკოლის დირექტორმა, ფრიდრიხ გრონაუერმა, სასწავლო ვიზიტის მონაწილეებს, ბავარიაში არსებული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია; მან ხაზი გაუსვა ორმაგ სისტემას, რომლის მიხედვითად თანაბრად მახვილდება ყურადღება თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებაზე.
სასწავლო ვიზიტის მეორე დღეს, რაიფაიზენის ბანკის (კოოპერატივების ბანკი, რომელიც ფერმერების/წევრების საკუთრებას წარმოადგენს) ყოფილმა ხელმძღვანელმა და ექსპერტმა კოოპერაციის საკითხებში ნმა კარლ ეიშერმა, სააგენტოს თანამშრომლებს კოოპერაციის სამართლებრივი ჩარჩო და ზოგადი მდგომარეობა გააცნო, როგორც გერმანიაში, ასევე  დამოუკიდებელ
სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შემავალი ქვეყნების მაგალითზე. ნმა აიშერმა ისაუბრა ეკონომიკურ ფორმებზე, სტრუქტურებსა და მახასიათებლებზე სტაბილური კოოპერატივებისათვის, ისევე როგორც სამართლებრივ უფლებებზე, კაპიტალის ჩამოყალიბებასა და მოგების გადანაწილებაზე. მან ასევე რაიფაიზენის ბანკების მეშვეობით კოოპერატივების დაფინანსებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნული მიმიართულებით კონკრეტული მაგალითები გააცნო სააგენტოს თანამშრომლებს. ნმა აიშერმა ხაზი გაუსვა სასოფლოსამეურნეო და საკრედიტო კოოპერატივების  დადებით და უარყოფით მხარეებს, ისევე როგორც სფეროში არსებული პრობლემების შესაძლო გადაწყვეტის გზებს.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია რეგიონის რაიფაიზენის ბანკს ეწვია, სადაც ნმა გიუნტერ კონიგმა, VR Dinkelsbuehl – Feuchtwangen-ის ბანკის ადგილობრივი ოფისის დირექტორმა და ამავდროულად ტრისდორფის უნივერსიტეტის პორფესორმა საფინანსო საკითხებში, სააგენტოს წარმომადგენლების ყველა შეკითხვას უპასუხა.
საქართველოს დელეგაცია ბავარიის მეთხილეობის ასოციაციასაც ეწვია, სადაც აღნიშნული ასოციაციის წარმომადგენელმა, ნმა ანტონ ნოიმაიერმა, სააგენტოს თანამშრომლებს გერმანიაში თხილის წარმოების, გადამუშავების და მარკეტინგის შესახებ არსებული მდგომარეობა გააცნო.
სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეები ასევე ესტუმრნენ ბავარიის რეგიონულ სამმართველოს მევენახეობისა და მებაღეობის კუთხით, სადაც მათ მეღვინეობის, მეფუტკრეობის და მებაღეობის კომპეტენციის ცენტრები დაათვალიერეს. დელეგაციას სამმართველოს ხელმძღვანელმა, ნმა კოლეშმა უმასპინძლა, რომელსაც საქართველოს რეგიონებში სტუმრობის გამოცდილებაც აქვს.
აღსანიშნავია, რომ სასწავლო ტურის მონაწილეები, ასევე იმყოფებოდნენ ბავარიის კოოპერატივების ასოციაციაში, რომელიც რეგიონში არსებული კოოპერატივების რეგისტრაციით/მონიტორინგით, საკონსულტაციო მომსახურების გაწევით, გადამზადებით და ლობირებით არის დაკავებული. ნმა სტრენგმა და ნმა გრასერმა საქართველოს დელეგაციას უმასპინძლეს და საკუთარი ორგანიზაციის, ყოველდღიური საქმიანობისა და გამოწვევების შესახებ ესაუბრნენ.
სასწავლო ვიზიტის მონაწილეები ასევე იმყოფებოდნენ მარცვლეულის და სხვა სასოფლოსამეურნეო პროდუქციის მიმღებ პუნქტში, რომელიც რაიფაიზენის ბანკების საკუთრებას წარმოადგენს; სააგენტოს თანამშრომლებს საშუალება მიეცათ დაეთვალიერებინათ მარცვლეულის თანამედროვე სასაწყობე და ლოჯისტიკური ცენტრი, მოსავლის მიღების პროცესში.
ასევე, გამოცდილების გაზიარების მიზნით, ვიზიტი განხორციელდა ორ  ბიო სადემონსტრაციო ფერმერულ მეურნეობაში, მევენახეობისა და მებაღეობის მიმართულებით, სადაც გადამზადებას საქართველოს მოქალაქეებიც გადიან.
სასწავლო ტური ორ ფერმერულ ..  „მწვანე“  ბაზარზე სტუმრობით, ნიუმბერგში დასრულდა,
EVOLUXER-ის პროექტისასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერებამხარდაჭერილია ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის მიერ. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება საქართველოში, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.