(032) 2 22 04 26

EVOLUXER-მა წარმოების ორგანიზების კოოპერაციული პრინციპებისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ ბათუმში საჯარო სემინარი გამართა

EVOLUXER-მა წარმოების ორგანიზების კოოპერაციული პრინციპებისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ ბათუმში საჯარო სემინარი გამართა

2017 წლის 19 ივლისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლისა და სოფლის მეურნეობის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) პროექტისსასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერებაფარგლებში, ესპანურმა კომპანიამ EVOLUXER-მა, ბათუმში, წარმოების ორგანიზების კოოპერაციულ პრინციპებისა და მოწინავე პრაქტიკის შესახებ საჯარო სემინარი გამართა.
სემინარი სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკის შემქმნელებისა და პროცესებში ჩართული სხვა მხარეების ცნობიერების ამაღლების მიზნით ჩატარდა. იგი ასევე მიზნად ისახავდა სახელმწიფო უწყებებისა და გადაწყვეტილების მიმღებ პირთა ჩართულობის უზრუნველყოფას განვითარების შესაბამისი პოლიტიკის მიმართულელების შემუშავებისა და განხორციელების პროცესში.
ღონისძიებას სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე ნი გიორგი მიშელაძე, EVOLUXER-ის კონსულტანტი ნი ლევან დადიანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ENPARD-ის პროგრამის ადგილობრივი წაარმომადგენლები, მათ შორის ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფები, სავაჭრო პალატის წარმომადგენლები, სამოქალაქო საზოგადოების და EVOLUXER-ის გუნდი  წევრები  ესწრებოდნენ.
საჯარო სემინარის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით, პროექტის გუნდის ხელმძღვანელმა, ნმა მანფრედ შუსელმა მიმართა. მან შეხვედრის მიზნების და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ხაზი გაუსვა კოოპერაციის თემაზე დიალოგის მიმდინარების მნიშვნელობას სხვადასხვა მხარეებს შორის, როგორც სასოფლოსამეურნეო, ასევე არასასოფლოსამეურნეო სფეროში. ნმა შუსელმა გამოთქვა იმედი, რომ სემინარის შედეგად შეიქმნება მეტი კოოპერაციული სტრუქტურები, არსებული პრობლემების გადასაჭრელად.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერების პროექტის შესაძლებლობების გაძლიერების ექსპერტმა, ქ-ნმა მაია ნებიერიძემ შეკრებილ საზოგადოებას აღნიშნული პროექტის შედეგები გააცნო; მან ხაზი გაუსვა მთავარ მიღწევებს, გამოწვევებსა და შთამბეჭდავ შედეგებს, რომელიც EVOLUXER-ის მიერ იქნა მიღწეული აღნიშნული პროექტის ფარგლებში. მაია ნებიერიძემ ასევე ისაუბრა მიმდინარე აქტივობებზე, რომელსაც EVOLUXER- პროექტის ფარგლებში ახორციელებს; მან ხაზი გაუსვა სპეციფიკური ტრენინგების მნიშვნელობას, რომელსაც ესპანური კომპანია, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, საქართველოში რეგისტრირებული სასოფლოსამეურნეო კოოპერატივებისთვის 2017 წლის აგვისტოს ჩათვლით ჩაატარებს.
სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ, ნმა გიორგი მიშელაძემ, ყურადღება გაამახვილა კოოპერაციის მნიშვნელობაზე და ისაუბრა იტალიისა და ესპანეთის მაგალითზე, სადაც კოოპერაცია სასოფლოსამეურნეო სფეროს განვითარების მთავარ მიმართულებას წარმოადგენს. ნმა მიშელაძემ 2014 წლიდან განხორციელებული სახელმწიფო პროგრამების შედეგები გააცნო შეკრებილ საზოგადოებას, რომლებიც სასაოფლოსამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერას ისახავს მიზნად. მან  კონკრეტულ სტატისტიკური მონაცემებზე გაამახვილა ყურადღება თითეულ პროგრამასთან დაკავშირებით. მაგალითისთვის, ნი მიშელაძის თქმით, მეფუტკრეობის სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თანადაფინანსების გზით, 192 მეფუტკრეობის კოოპერატივს 13 941 სკა გადაეცა.
EVOLUXER-ის კონსულტანტმა ნმა ლევან დადიანმა, სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების პრინციპებზე, საფუძვლებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა. ინტერაქციული პრეზენტაციის წარმართვისას, ნმა დადიანმა კოოპერაციის ფორმები და მიმართულებები გააცნო შეკრებილ საზოგადოებას; მან ყურადღება გაამახვილა კოოპერაციის მაგალითებზე მთელი მსოფლიოდან და საინტერესო პარალელები გაავლო საქართველოს რეალობასთან. ნმა დადიანმა მცირე და საშუალო მწარმოებლებისთვის კოოპერაციის სიკეთეებს გაუსვა ხაზი, რადგან მათ ეს სტრუქტურა სხვადასხვა შესაძლებლობებს სთავაზობს, კრედიტებთან და დანაზოგებთან, გადამუშავებასთან, დამატებითი ღირებულების შექმნასთან, მომარაგებასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით. პრეზენტაციის დასასრლს, დადიანმა საჯარო სემინარის მონაწილეებს მიმრთა წინადადებით, საკუთარ თემებში დაბრუნების შემდგომ, საჯარო სემინარის მსვლელობისას მიღებული ინფორმაციის გამოყენებით, გაეანალიზებინათ თემის წინაშე მდგარი გამოწვევები და მათი მოგვარების გზები კოოპერაციულ ჭრილში, რაც მათ აღნიშნული სტრუქტურის უპირატესობებაში დაარწმუნებდა.
საჯარო სემინარის მიწურულს, კითხვაპასუხის რეჟიმი გაიმართა, რომლის დროსაც აუდიტორიამ ყველა დასმულ შეკითხვაზე მიიღო პასუხი.
სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს გაძლიერებახორციელდება EVOLUXER-ის მიერ ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება საქართველოში, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით.  მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge