(032) 2 22 04 26

EVOLUXER

EVOLUXER ესპანური საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების მართვისა და განხორციელების კუთხით მრავალ ქვეყანაში მუშაობს. EVOLUXER წარმოდგენილია მაღალი კვალიფიკაციის მქონე თანამშრომლებით, რომლებიც პროგრამებსა და პროექტებს ევროკავშირის პროცედურებისა და პრაქტიკის სახელმძღვანელოს (PRAG) წესების შესაბამისად ახორციელებენ. კომპანია ეხმარება საჯარო სექტორს ინტერგაციის პროცესის წარმატებით განხორციელებაში საკონსულტაციო სამუშაოებისა და სემინარების ორგანიზების გზით, ევროკავშირში გაწევრიანებისა და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით.  EVOLUXER-ის თანამშრომლები დიდ გამოცდილებას ფლობენ საჯარო მმართველობის კუთხით, როგორც ესპანეთში, ასვე ბრიუსელში, და საჯარო ინსტიტუტების გაძლიერების და პრენინეების პროექტების მართვის გამოცდილი სპეციელისტები არიან. EVOLUXER-ის მხარდაჭერის მიღება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის და მასშტაბის პროექტის მომზადების პირველი საფეხურიდან დაწყებული, მის განხორციელებამდე.
2015-2017 წლებში, EVOLUXER-მა საქართველოში განახორციელა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და სასოფლო–სამურნეო კოოპერატივების გაძლიერების“  პროექტი, რომელიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში მიმდინარეობდა. პროექტი მიზნად ისახავდა სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების გრძელვადიანი სტრატეგიის განვითარებას, სასოფლო–სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს წევრობაზე დაფუძნებულ ორგანიზაციად გარდაქმნას, კოოპერატივების ჩართულობის უზრუნველყოფას მათი განვითარების პროცესში და კოოპერატივების სააგენტოს ორგანიზაციული სტრუქტურის დაახლოებას იგივე ტიპის ევროპულ განვითარებულ ორგანიზაციებთან.