(032) 2 293 249‬

ევროკავშირი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოში მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივების მხარდასაჭერად ENPARD-ის ახალ პროექტს იწყებენ

ევროკავშირი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) საქართველოში მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივების მხარდასაჭერად ENPARD-ის ახალ პროექტს იწყებენ

3 ოქტომბერი 2019, თბილისიევროკავშირი (EU) და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD), ფრანკფურტის  ფინანსებისა და მენეჯმენტის სკოლასთან, მერსი ქორფსთან, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთან (RDFG) და ლუარეს სოფლის მეურნეობის პალატასთან პარტნიორობით, ოფიციალურად იწყებს ახალ პროექტს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, მცირე კომერციული მეურნეობებისა და კოოპერატივების მხარდასაჭერად საქართველოში.  
კონფერენცია ოფიციალურად გახსნა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა, ჟორჯ დეუმ და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა, გაელ ასაიაგიმ.  
„დღეს წარმოდგენილი ახალი პროექტი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ევროკავშირის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების მხარდაჭერის მიმდინარე პროცესში. პროექტი ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ფერმერულ მეურნეობებს, რომ გაძლიერდნენ და უკეთ გაუმკლავდნენ სექტორში არსებულ სტრატეგიულ გამოწვევებს და უკეთ გამოიყენონ ახალი ბაზრების, მათ შორის ევროკავშრთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცით შექმნილი შესაძლებლობები.“ – განაცხადა ბატონმა ჟორჟ დეუმ, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სოფლის მეურნეობის, მეთევზეობის და სურსათის უვნებლობის პროგრამის მენეჯერმა.  
კონფერენციამ თავი მოუყარა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის ძირითად დაინტერესებულ მხარეებს და გააცნო მათ პროექტის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ, საფრანგეთის განვითარების სააგენტომ (AFD), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ENPARD-ის პროგრამის განმახორციელებელმა პარტნიორებმა, საერთაშორისო დონორებმა და ფინანსურმა ინსტიტუციებმა, საერთაშორისო და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, წამყვანმა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა და ასოციაციებმა.  
აღნიშნული პროექტი წარმოადგენს გლობალური პროგრამის ნაწილს, რომლის მიზანია ფინანსური ინკლუზიურობის დონის ამაღლება და ბაზრებთან წვდომა მცირე კომერციული მეურნეობებისთვის. პირველი კომპონენტი დაფინანსდა  Proparco-ს, AFD-ის სუბსიდიარი კომპანიის მიერ, რომელიც კერძო სექტორს შეეხო აგროსაკრედიტო ხაზების გახსნით ორი ძირითად საფინანსო დაწესებულებისთვის საქართველოში.    
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179.5 მილიონი ევრო. მისი ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნა და სიღარიბის დაძლევაა. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge
AFD წარმოადგენს ინკლუზიურ საფინანსო დაწესებულებას და ერთ-ერთი მთავარი აქტორია საფრანგეთის განვითარების სტრატეგიაში. AFD საქმიანობის სფერო მრავალ სექტორს მოიცავს – სოფლის მეურნეობას, ენერგეტიკას, ჯანდაცვას, ბიომრავალფეროვნებას, წყლის რესურსებს, ციფრულ ტექნოლოგიებს, რაც სრულ თანხევდრაშია მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDGs). 2018 წელი აღსანიშნავი იყო 11.4 მლრდ ევროს მოცულობის განვითარების პროექტების დაფინანსებით.  
AFD-ის კავშირები საქართველოსთან ამ კუთხით პირველად 2016 წელს მატერიალიზდა. ამ დროიდან AFD და საქართველოს მთავრობას შორის არაჩვეულებრივი თანამშრომლობა ჩამოყალიბდა, რამაც შექმნა 250 მილიონი ევროს აქტიური პორტფოლიო.