(032) 2 293 249‬

ევროკავშირი და საქართველო იწყებენ ორ ფართომასშტაბიან პროექტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში

ევროკავშირი და საქართველო იწყებენ ორ ფართომასშტაბიან პროექტს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში

15 ივნისს, 15:40 საათზე, ქობულეთში, აგროსერვის ცენტრში, ქრისტიან დანიელსონი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში, მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, და ნოდარ კერესელიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ერთობლივად განაცხადებენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის, ფარგლებში დაფინანსებული ორი დიდი პროექტის დაწყების შესახებ.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის, საქართველოს მთავრობის, გაეროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლები, და ENPARD-ის პარტნიორები და ბენეფიციარები.
ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ორი ფართომასშტაბიანი პროექტი 2018-2022 წლებში განხორციელდება და მხარს დაუჭერს სოფლის განვითარებას (10 მილიონი ევრო) და მდგრადი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას (12 მილიონი ევრო). ინიციატივებს განახორციელებს გაეროს ორი სააგენტო – გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით.
ვინ:
  • ქრისტიან დანიელსონი, ევროკომისიის გენერალური დირექტორი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებათა საკითხებში
  • მიხეილ ჯანელიძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
  • ნოდარ კერესელიძე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე
  • ზურაბ პატარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე
  • ნილს სკოტი, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში
სად/როდის:
პარასკევს, 15 ივნისს, 15:40 საათზე, ქობულეთში, აგროსერვის ცენტრში.
ბათუმში მყოფი ჟურნალისტებისათვის ტრანსპორტირება გათვალისწინებულია ავტობუსით სასტუმროდან „ჰილტონ ბათუმი“ (რუსთაველის ქ. 40, ბათუმი), 15 ივნისს, 14:30 საათზე. ავტობუსზე განთავსებული იქნება პროგრამის ENPARD ლოგო.
საკონტაქტო ინფორმაცია:
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, tamar.k@actionprgroup.com, +995 595 989916
  • ნანა ჩინჩილაკაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, nana.chinchilakashvili@mepa.gov.ge, +995 599 502619
  • სოფო ჭიჭინაძე, UNDP საქართველო, sophie.tchitchinadze@undp.org, +995 599 196907
  • სოფო ალთუნაშვილი, FAO საქართველო, sophio.altunashvili@fao.org, +995 577 109950