(032) 2 293 249‬

ევროკავშირის ENPARD III-ის ფარგლებში FAO აცხადებს ინტერესთა გამოხატვის კონკურსს არასამთავრობო და სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციების (კერძო კომპანიების) შესარჩევად

ევროკავშირის ENPARD III-ის ფარგლებში FAO აცხადებს ინტერესთა გამოხატვის კონკურსს არასამთავრობო და სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციების (კერძო კომპანიების) შესარჩევად

სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის ფარგლებში, ევროკავშირის პარტნიორი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) აცხადებს ინტერესთა გამოხატვის კონკურსს არასამთავრობო და სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების (კერძო კომპანიების) შესარჩევად.
კონკურსი ღიაა საქართველოში მუშაობის გამოცდილების მქონე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიებისთვის. მის ფარგლებში მოთხოვნილია სასოფლო-სამეურნეო, სასურსათო და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული იმ საწარმოებისა და ბიზნეს ოპერატორების კვლევა, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ ან პირდაპირ დაკავშირებულები არიან რომელიმე შემდეგ რვა მუნიციპალიტეტთან: ახალქალაქი, ბორჯომი, დედოფლისწყარო, ყაზბეგი, ქედა, ხულო, ლაგოდეხი, თეთრიწყარო.   
სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: მოწვევა ინტერესის გამოსახატად – არასამთავრობო და სერვისის მომწოდებელი ორგანიზაციების წინასწარი შერჩევა.
განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 27 მაისი, 2018.