(032) 2 293 249‬

ევროკავშირის ხელშეწყობით სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მონაწილეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სოფლის ტურიზმი“

ევროკავშირის ხელშეწყობით სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის მონაწილეთათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე „სოფლის ტურიზმი“

2018 წლის 4-6 ივლისი, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი – ევროკავშირის მხარაჭერით ილიას უნივერსიტეტის ბაზაზე ჩატარდა ტრენინგი საგრანტო კონკურსის მონაწილეთა და დედოფლისწყაროს დაინტერესებული მოსახლეობისათვის თემაზე ,,სოფლის ტურიზმის საფუძვლები“.
სამ დღიანი ტრენინგი, რომელსაც ესწრებოდა 15 მონაწილე, ჩაატარა ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენელმა და ტურიზმის სექტორის ექსპერტმა.
ტრენინგის განმავლობაში, მონაწილეებმა მიიღეს სიღრმისეული ინფორმაცია ისეთ ძირითად საკითხებზე როგორიც არის: სოფლის ტურიზმის სპეციფკაცია; სოფლის ტურიზმთან დაკავშირენული სერვისები და განვითარების შესაძლებლობები; რეგიონში არსებული და საქართველოს ტურისტული ბაზრის  ანალიზი; კლიენტების მოთხოვნებისა და საჭიროებების იდენტიფიკაცია/ანალიზი და შესაბამისი დივერსიფიცირებული ტურისტული პაკეტების დიზაინი და შეთავაზება; დამატებითი ღირებულების მომსახურების პაკეტების დიზაინი კონკურენტუნარიანი და საჭიროებებზე/მოთხოვნაზე მორგებული სერვისის მიწოდების მიზნით.
ტრენინგის განმავლობაში საკმაოდ დიდი აქცენტი იყო გაკეთებული საოჯახო სასტუმროების სტანდარტების განხილვასა და დაცვაზე, მნიშვნელოვან დეტალებსა და იმ მინიმალურ მოთხოვნებზე, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს მაღალხარისხიანი შეთვაზება სოფლის ტურიზმის სფეროში.
მიწოდებული ინფორმაციის გამყარების მიზნით, ტრენინგის მონაწილეებმა გააკეთეს და გააანალიზეს ის სავარჯიშოები და სოფლის ტურიზმის სფეროში არსებული პრაქტიკული  შემთხვევები, როგორიც არის: მომსახურების ღირებულების გამოთვლა, მომხმარებელთა მიზნობრივი ჯგუფების იდენტიფიკაცია და ანალიზი, მომსახურების ხარისხის შეფასება, კვებითი მენიუს შედგენა და სხვა.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD II ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
პროექტის დახმარებით შემუშავდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია, შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფი და საგრანტო განაცხადების შეფასების კომისია. პროექტის ფარგლებში ადგილობრივი სამოქმედო ჯგუფის 10 წარმომადგენელი გაემგზავრა რუმინეთში, განხორციელებული პროექტების გასაცნობად და გამოცდილების მისაღებად. საპროექტო განაცხადის შემუშავების ტრენინგის შემდეგ მიღებული 70 სრული განაცხადიდან, წინასწარ შემუშვებული და დამტკიცებული შეფასების მექანიზმზე დაყრდნობით, შერჩეული იყო 36 წარმატებული პროექტი. ტექნიკური შეფასების ფაზის დასრულებისა და საბოლოო ბიზნეს გეგმების წარმოდგენის შემდეგ დაიწყება პროექტების განხორციელება.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge