(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საბჭოს წევრებს სრული განაცხადის წერის, შეფასებისა და მონიტორინგის ტრენინგი ჩაუტარდათ

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საბჭოს წევრებს სრული განაცხადის წერის, შეფასებისა და მონიტორინგის ტრენინგი ჩაუტარდათ

23-25 თებერვალს, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ორგანიზაციული მდგრადობისა და  დამოუკიდებელი განვითრების უზრუნველყოფის მიზნით, ENPARD-ის სოფლის განვითრების პროექტის ფარგლებში სრული განაცხადის წერის, შეფასებისა და მონიტორინგის საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. მასში მონაწილეობა მიიღო დედოფლისწყაროს განვითარების ჯგუფის საბჭოს 16 წევრმა, რომელთაც უნარები და კვალიფიკაცია აიმაღლეს როგორც საპროექტო განაცხადის შემუშავების, ისე შემოსული საპროექტო განაცხადების შეფასებისა და მონიტორინგის მიმართულებით.
სამდღიანი ტრენინგი მოიცავდა როგორც თეორიული ცონდის გადაცემას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას საპროექტო განაცხადის შედგენაზე და იმ ტერმინოლოგიის გამოყენებაზე, რომლის ცოდნა მნიშვნელოვანია საგრანტო განაცხადების შემუშავების და საქართველოში მოქმედ დონორებთან თანამშრომლობის პროცესში.
საგრანტო განაცხადების შემუშავების პარალელურად, ტრენინგის მიმდინარეობისას მნიშვნელოვანი აქცენტი გაკეთდა როგორც მოგებაზე ორიენტირებული, ისე არამომგებიანი საგრანტო განაცხადების განხილვისა და შეფასების პროცესზე.
ტრენინგის განხორციელების შედეგად მონაწილეებმა შეიძინეს ცოდნა და უნარ-ჩვევები ერთის მხრივ საქართველოში მოქმედ დონორებთან თანამშრომლობის ჩამოყალიბების, ხოლო მეორეს მხრივ, პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ფარგლებში შემოსული საგრანტო განცხადების მართებული შეფასების მიმართულებით.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD II ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge.