(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომისა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯფუფის წევრები ერთობლივი ვიზიტით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომისა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯფუფის წევრები ერთობლივი ვიზიტით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

5-6 ოქტომბერს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში, ბორჯომისა და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფების (LAG-ების) წევრები  დედოფლისწყაროს LAG-ს ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანს  მედიასთან ურთიერთობის ტრეინინგზე დასწრება და LAG-ების თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავება  წარმოადგენდა.
ტრეინინგის დაწყებამდე ENPARD  სოფლის განვითარების პროექტის მენეჯერებმა ბორჯომში, ლაგოდეხსა და დედოფლისწყაროში: მიხეილ ლომიძემ (Mercy Corps), ჯუბა მარუაშვილმა (CARE)  და ხათუნა მამულაშვილმა (Heks-Eper), გაცვლიტი ვიზიტების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ისაუბრეს და მიმოიხილეს პროექტების მიმდინარეობა აღნიშნულ სამ მუნიციპალიტეტში.
მედიასთან ურთიერთობის მნიშვნელობასა და უნარ-ჩვევებზე, სამიზნე აუდიტორიასთან სწორი კომუნიკაციაზე, პრეს რელიზის მომზადებასა და ინტერვიუს მიცემის ტექნიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე  ბორჯომის, ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს LAG-ების წარმომადგებლებს საკონსულტაციო ჯგუფის „GEPRA“  მოწვეული ტრენერი- ნინო სუბელიანი ესაუბრა. ტრეინინგი საკმაოდ საინტერესო და ინფორმაციულად დატვირთული გამოდგა.
აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ უფრო დაახლოვა LAG-ების წევრები. ვიზიტის მონაწილეები საკმაოდ კმაყოფილები დარჩნენ. ტრეინინგზე მიღებული ცოდნა სამომავლოდ დაეხმარება მათ სწორად წარმართონ კომუნიკაცია აუდიტორიასთან, მედიასთან. რაც ხელს შეუწყობს LAG-ების  საქმიანობის შესახებ სწორი მესიჯებისა და ინფორმაციის გავრცელებას ქვეყნის მასშტაბით.
ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD)  საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.enpard.ge.