(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომისა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯფუფის წევრები ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი ბორჯომისა და ლაგოდეხის ადგილობრივი განვითარების ჯფუფის წევრები ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ

26-28 ივლისს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში  ბორჯომისა და ლაგოდეხის განვითარების ჯგუფების (LAG-ების) წევრები ორდღიანი ვიზიტით ყაზბეგის მუნიციპალიტეტს ესტუმრნენ.
ვიზიტის მიზანს ფონდების მოძიების ტრეინინგში მონაწილეობა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ENPARD-ის პროგრამის  პირველ ფაზაში დაფინანსებული პროექტების მონახულება წარმოადგენდა.
ფონდების მოძიების ტრეინინგი მიზნად ისახავდა  საგრანტო პროექტის წერის პრაქტიკული და თეორიული ცოდნისა  და ფონდების მოძიების გზებისა და ხერხების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას LAG-ების წევრებისათვის, რომელსაც მოწვეული ექსპერტი ლიკა მარღანია უძღვებოდა. ტრეინინგი ინფორმაციულად საკმაოდ დატვირთული გამოდგა. ლაგების წარმომადგენლებმა ტრეინინგზე მიღებული ცოდნის საფუძველზე,  დაამუშავეს და წარმოადგინეს საპროექტო კონცეფციები.
ვიზიტის მეორე დღეს  ადგილობრივი განვითარების ჯგუფების წევრებმა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ევროკავშირის დაფინანსებული ENPARD პროგრამის ფარგლებში განხორციელებული  ქვე-პროექტები მოინახულეს.
აღნიშნულმა ვიზიტმა კიდევ უფრო დაახლოვა LAG-ების წევრები. ვიზიტის მონაწილეები საკმაოდ კმაყოფილები დარჩნენ. ტრეინინგზე მიღებული ცოდნა სამომავლოდ დაეხმარება მათ შეიმუშაონ საპროექტო წინადადადები, მოიპოვონ დაფინანსება სხვა  და სხვა შესაძლო დონორებისაგან , რაც LAG-ების გაძლიერებასა და მდგრადობას შეუწყობს ხელს.
ევროპის სამეზობლო პროგრამა სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის (ENPARD)  საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება და მისი მთავარი მიზანია სოფლად სიღარიბის შემცირება, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების მხარდაჭერის გზით. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს www.enpard.ge.