ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს აცხადებს

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს აცხადებს

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) აცხადებს საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპს, იმ პროექტების დასაფინანსებლად, რომლებიც ხელს შეუწყობენ მუნიციპალიტეტის ადგილობრივ განვითარებას.
People in Need (PIN) საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (ჯიპა) პარტნიორობით მხარს უჭერს წყალტუბოს LAG -ს, ევროკავშირის სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, „წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“, ფარგლებში. პროექტი თანადაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მიერ.
საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაში 2020-2024 ჩამოყალიბებული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისი პროექტების განხორციელების გზით, გააუმჯობესოს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობები ეკონომიკური დივერსიფიკაციის და ძირითად სოციალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხარჯზე.
საგრანტო კონკურსით დაფინანსდება როგორც ბიზნეს (სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო სამეურნეო), ასვე საჯარო და სათემო პროექტები. აპლიკანტები შეიძლება იყვნენ როგორც კერძო, ასევე საქართველოში დარეგისტრირებული იურიდიული პირები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, არამომგებიანი ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები და საინიციატივო ჯგუფები იმ პირობით, რომ პროექტი განხორციელდება წყალტუბოს მუნიციპალიტეტში და აპლიკანტი ეთანხმება თანადაფინანსების პირობებს. დეტალური ინფორმაციისათვის იხილეთ წყალტუბოს განვითარების ჯგუფის საგრანტო სახელმძღვანელო 2020.
საგრანტო კონკურსი შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
I ეტაპი: იდეების დაფიქსირება ცხელი ხაზის მეშვეობით და პირველადი კონსულტაცია
II ეტაპი: პირველადი საპროექტო განაცხადების წარდგენა;
III ეტაპი: პირველადი საპროექტო განაცხადების შეფასება;
IV ეტაპი: ტრენინგი სრული საპროექტო განაცხადის დასაწერად;
V ეტაპი: სრული საპროექტო განაცხადების წარდგენა და შეფასება;
VI ეტაპი: შერჩეულ განმცხადებლებთან გასაუბრება და საველე მონიტორინგი;
VII ეტაპი: საბოლოო გადაწყვეტილება და საგრანტო ხელშეკრულების ხელმოწერა.
კონსულტაციაზე ჩასაწერად პოტენციურ აპლიკანტებს შეუძლიათ ისარგებლონ ცხელი ხაზით 595 79 23 00, 1-დან 12 ოქტომბრის ჩათვლით, სამუშაო დღეებში 10:00 დან 18:00 საათამდე.
დაინტერესებულმა აპლიკანტებმა პირველადი საპროექტო განაცხადის შევსებული ფორმა (დანართი #1, დანართი #3, დანართი #5) უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულად pdf ფორმატში შემდეგ ელ-ფოსტაზე: lagtskaltubogrants@gmail.com
განაცხადები მიღების ბოლო ვადაა 2020 წ. 16 ოქტომბერი, 18:00. დაგვიანებული და ხელით შევსებული (არა ნაბეჭდი) განაცხადები არ მიიღება. განაცხადები ივსება ქართულ ენაზე.
დამატებითი ინფორმაცია კონკურსისა და განაცხადების ფორმები შესახებ შეგიძლიათ მოიძიოთ შემდეგ ვებსაიტებზე:
“ენპარდის” – ვებსაიტს –  www.enpard.ge
„ფიფლ ინ ნიდ“-ის ვებსაიტი – www.PIN.ge
„წყალტუბოს განვითარების ჯგუფი“-ს  ვებსაიტი – www.tskaltubolag.ge
დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს 595 79 23 00 ან  გვეწვიოთ წყალტუბოს განვითარების ჯგუფის ოფისში – ქ. წყალტუბო, ავალიანის ქ. #5.
საგრანტო კონკურსის დოკუმენტაცია: