(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ადგილობივი განვითარების ჯგუფებმა პირველი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა ადგილობივი განვითარების ჯგუფებმა პირველი ერთობლივი სამუშაო შეხვედრა გამართეს

2018 წლის  29 და 30 მარტს, ბათუმში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაიმართა  ადგილობრივი განვითარების ჯგუფების (LAG-ების) ორდღიანი სამუშაო შეხვედრა.
შეხვედრის მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფების დაახლოება, გამოცდილებისა და ინფორმაციის გაცვლა  და თანამშრომლობის გაღრმავება.
შეხვედრას ორმოცამდე მონაწილე ესწრებოდა: ბორჯომის, ლაგოდეხის, ყაზბეგის, ახალქალაქის, ხულოს, ქედას, თეთრიწყაროსა და დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები და აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში პროექტის განმახორციებელი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
შეხვედრის პირველ დღეს დამსწრეებმა ისაუბრეს პროექტის განვლილ და მიმდინარე ფაზასთან  დაკავშირებით. ევროკავშირის ENPARD-ის პროექტების განმახორციელებელი ორგანზაციების – Mercy Corps, Care და PIN პროექტის მენეჯერებმა წარადგინეს პრეზენტაციები განხორციელებულ აქტივობებთან დაკავშირებით და შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს პროგრამის პირველი ფაზიდან მიღებული გამოცდილება.
პრეზენტაციები მიმდინარე ფაზასთან დაკავშირებით ასევე წარადგინეს ENPARD-ის განმახორციელებელი ორგანიზაციების – GIPA, HEKS-EPER, CENN, Caritas (CCR), RDFG პროექტის მენეჯერებმაც. მათ ისაუბრეს არსებულ გამოწვევებზე, LAG-ების ჩამოყალიბებაზე, სტრატეგიის შემუშავებაზე, LAG-ების რეგისტრაციაზე და ყველა იმ საკითხზე, რომელიც მნიშვნელოვანია ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი სოფლის განვითარების პროექტების სრულყოფილად  განხორციელებისათვის.
შეხვედრის მსვლელობისას ასევე შედგა ტელეხიდი სოფლის განვითარების ევროპული ასოციაციის (ELARD-ის) წარმომადგენლებთან. მათ შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარეს ევროპული LAG-ების გამოცდილება, მათი მუშაობის წესი, სტრუქტურა, ისაუბრეს აქტივობებზე, რომელსაც ახორციელებს ELARD  და ქართული LAG-ების ასოციაციას გამოუცხადეს მხარდაჭერა.
შეხვედრის მეორე დღე დაეთმო ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციის ჩამოყალიბებაზე მსჯელობას. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საქართველოს LAG-ების ასოციაციის (GALAG) სტრუქტურა, მისი ფუნქციები, მომავალი საქმიანობა. LAG-ის წევრებმა იურისტთან კონსულტაციის შედეგად შეიმუშავეს GALAG-ის წესდება.
საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაცია (GALAG) იქნება ინფორმაციის გაცვლისა და სწავლების მთავარი არხი ქვეყნის მასშტაბით და  ადვოკატირებას გაუწევს საზოგადოების მიერ მართულ ადგილობრივი განვითარების მიდგომას მნიშვნელოვან სამთავრობო და არასამთავრობო სუბიექტებთან და ის ხელს შეუწყობს  საქართველოში ინტეგრირებული, მონაწილეობითი და მდგრადი სოფლის განვითარებას.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს საქართველოს სოფლის განვითარებას და სოფლის მეურნეობის სექტორის გამოცოცხლებას ხელისუფლებას, სამოქალაქო საზოგადოებასა და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას შორის მრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში.