(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილმა დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითრების ჯგუფმა გენერალური ასამბლეის სხდომა გამართა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი დედოფლისწყაროს ადგილობრივი  განვითრების ჯგუფის (LAG) გენერალური ასამლეის შეხვედრის შედეგად დამტკიცდა ჯგუფის საწესდებო ცვლილებები და განისაზღვრა საქართველოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფების ასოციაციაში (GALAG) გაწევრიანებასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმები.
2019 წლის 6 მარტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედოფლისწყაროს  ფილიალში შემდგარი სხდომის მიზანი იყო დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრების გაფართოებული წარმომადგენლობისთვის GALAG-ში გაერთიანების, მნიშვნელობისა და სამომავლო ინიციატივების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
შეხვედრის განმავლობაში აგრეთვე განხილული და დამტკიცებული იყო დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითრების ჯგუფის საწესდებო ცვლილებები, რომელთა შესაბამისად გაცილებით ოპერატიულად და ეფექტურად წარიმართება გადაწყვეტილებების მიღების პროცესი.
შეხვედრაზე მნიშვნელოვანი დრო დაეთმო ევროკავშირის ხელშეწყობით მიმდინარე სოფლის განვითარების პროექტის PROCEED-ის მიერ განხორციელებული საქმიანობის პრეზენტაციას. კიდევ ერთხელ იქნა მიმოხილული პროექტის ფარგლებში შემუშავებული საგრანტო გადანაწილების მექანიზმი,  გაკეთდა ანგარიში უკვე დაფინანსებული საგრანტო პროექტების მიმდინარეობის თაობაზე, წარდგენილი იქნა ინფორმაცია შუალედურ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული ცხრა პროექტის შესახებ და გაეცა პასუხები ადგილობრივი განვითრების ჯგუფის წევრების მიერ დასმულ კითხვებს.
წესდებით გათვალისწინებული უმრავლესობის პრინციპის დაცვით, ადგილობრივი  განვითრების ჯგუფის გენერალურმა ასამბლეამ დაამტკიცა წარმოდგენილი საწესდებო ცვლილებები და დაეთანხმა დედოფლისწაროს ადგილობრივი განვითრების ჯგუფის GALAG-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ პრესპექტივებს.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD II ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება და ეკონომიკური ზრდის სტიმულირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge