(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისა და წარმატებული აპილკანტებისთვის ბიზნეს დაგეგმარების ტრენინგები გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისა და წარმატებული აპილკანტებისთვის ბიზნეს დაგეგმარების ტრენინგები გაიმართა

2018 წლის 1-3 ოქტომბერს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ახალქალაქში ბიზნეს დაგეგმარების ტრენინგები გაიმართა. ტრენინგს ესწრებოდნენ ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრები და პირველი საკონკურსო ეტაპის წარმატებული აპლიკანტები. ტრენინგები ევროკავშირის ENPARD-ის პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ფარგლებში გაიმართა საქართველოს ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციის (ABCO) მიერ. ტრენინგების მიზანი იყო ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებსა და აპლიკანტებს შორის ბიზნეს საქმიანობის დაგეგმვის, ფინანსური ანალიზის და ბაზრის კვლევის ცოდნის დანერგვა.
აღნსანიშნავია, რომ პროექტის განმახორციელებელი პარტნოირები წლებია თანამშრომლობენ ABCO-სთან, მათ შორის ENPARD-ის კოოპერატივების განვითარების ფაზის ფარგლებში, რაც აპლიკანტთა მიერ წარდგენილი პროექტების წარმატების წინაპირობაა. ტრენინგების დასრულებისთანავე აპლიკანტებს მიეცემათ 20 დღიანი პერიოდი ბიზნეს გეგმების დასასრულებლად. ბიზნეს გეგმები შეფასდება დამოუკიდებელ ბიზნეს-კონსულტანტთა მიერ. მათი დასკვნები და რეკომენდაციები პროექტების ეფექტურობასა და სიცოცხლისუნარიანობასთან დაკავშირებით დაეხმარება LAG-ს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA) ახორციელებს პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში”. პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია  ევროკავშირი საქართველოში ENPARD-ის ფარგლებში. პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს: www.akhalkalakilag.ge
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან, მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს 179.50 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ENPARD-ის ვებ-გვერდს: www.enpard.ge
საკონტაქტო პირები:
  • თამარ ხუნწარია, ENPARD-ის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, + 995 595 989 916, tamar.k@actionprgroup.com
  • ქეთევან რუხაძე, რეგიონალური განვითარების კოორდინატორი, GIPA, + 995 591 194 308, k.rukhadze@gipa.ge