(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსი იწყება

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ ფარგლებში, ორგანიზაციები ჯიპა და მერსი ქორფსი, ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფთან (LAG) ერთად, აცხადებს საგრანტო კონკურსს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში.
საგრანტო კონკურსის მიზანი:
საგრანტო კონკურსის მიზანია ახალქალაქის განვითარების ჯგუფის (LAG) მიერ შემუშავებული ახალქალაქის განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და მიზნების შესაბამისად, ახალქალაქში ცხოვრების სტანდარტის და სოციო–ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
საგრანტო კონკურსის პირობების გასაცნობად იხილეთ თანდართული საგრანტო სახელმძღვანელო.
შევსებული განაცხადის ჩაბარების ბოლო ვადაა 2018 წლის 12 აპრილი 18:00 საათი. განაცხადი მიიღება ელექტრონულად ან ბეჭდური სახით შემდეგ მისამართზე: გუსან ჰავასის #7, 0700, ახალქალაქი, საქართველო.
ასევე პროექტით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ სამუშაო დღეებში და მიიღონ კონსულტაცია ახალქალაქის ოფისის თანამშრომლებისგან მისამართზე: გუსან ჰავასის #7, 0700, ახალქალაქი, საქართველო.
საკონტაქტო ტელეფონები:
  • სერგეი ხაჩატრიანი – 599 19 97 46 ლიდერ კოორდინატორი
  • სერგეი შახბეკიანი – 599 19 36 62 პროექტის ოფიცერი
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია განთავსდება ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ოფიციალურ ვებ–გვერდზე www.enpard.ge, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის ვებ–გვერდზე: www.akhalkalakilag.ge, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის (LAG) ფეისბუქის გვერდზე (Akhalkalaki Local Action Group  – LAG).
პროექტის “სოფლის განვითარების ახალი მიდგომა საქართველოში“ ხორციელდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტის  (GRDD/GIPA) მიერ. პროექტის პარტნიორები არიან ორგანიზაციები მერსი ქორფსი, ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში.
იხილეთ თანდართული მასალები: