(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

მიმდინარე წლის,  18 ივნისიდან 20 ივლისამდე ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი აცხადებს სრული სააპლიკაციო ფორმების მიღებას საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტებისთვის. კონკურსის ფარგლებში შემუშავადა ტრეინინგ და საკონსულტაციო პროგრამა საგრანტო განაცხადის შევსების თაობაზე. პროექტის ირლანდიელი პარტნიორის- დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა (WCDP) მიერ შემფასებელი კომისიის წევრებისთვის ჩატარდა ტრენინგი კონფიდენციალობის და პერსონალური ინფორმაციის დაცვის შესახებ. “მნიშვნელოვანია დავიცვათ კონფიდენციალური ინფორმაცია და შევძლოთ საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფა, გამჭირვალე კონკურსის და სამართლიანობის პრინციპენის გათვალისწინებით”-იანს დემპსი, WCDP.
გარდა ამისა, აპლიკანტების და დაინტერესებული პირებისთვის  ჩატარდება დამატებითი კონსულტაციები და გაიმართება ღია კარის დღეები, რომელსაც გაუძღვებიან პროექტის პარტნიორები. ინფორმაცია დაგეგმილი აქტიობების შესახებ ხელმისაწვდომია საიტზე: www.akhalkalakilag.ge.
საგრანტო პროგრამის მიზანია, საგრანტო დაფინანსებით ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ქვე-პროექტების მდგრადი განვითარების მხარდაჭერა. ამ სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო ქვე-პროექტებმა უნდა უზრუნველყოს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული სარგებელი როგორც ახალქალაქის მოსახლეობისა და თემების, ისე ბიზნესისა და ადგილობრივი ორგანიზაციებისათვის. ყველა დაფინანსებული ქვე-პროექტი უნდა შეესაბამებოდეს მუნიციპალიტეტის ახალქალაქის LAG-ის მიერ დადგენილი ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის (LDS) ერთ ან რამდენიმე პრიორიტეტს.
დეტალური ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: http://akhalkalakilag.ge/development-strategy/ ან მოგვწეროთ: applications@akhalkalakilag.ge
პროექტს “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში” ახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი  (GRDD/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD)  ფარგლებში.
 
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge