(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ახმეტაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ახმეტაში ადგილობრივი განვითარების ჯგუფი ჩამოყალიბდა

67-მა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა მონაწილეობა მიიღო ახმეტის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) პირველ საერთო კრებაში, რომელიც ჩატარდა ბაბანეურის მარნის ულამაზეს გარემოში. ნოემბრის ბოლოს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის აპლიკანტებისათვის ჩატარდა საწყისი ტრენინგები, სადაც გაეცნენ ლიდერ /თემზე დაფუძნებული ადგილობრივი განვითარების მიდგომის კონცეფციას და პრინციპებს და აღნიშნული მიდგომის ახმეტის უნიკალურ კონტექსტსთან ინტეგრირების შესაძლებლობებს. ტრენინგების შემდეგ, რამოდენიმე კვირის განმავლობაში   მონაწილეებს ქონდათ დრო  მიღებული ცოდნის გასააზრებლად და ასევე თემის განვითარებაში   საკუთარი რეალური წვლილის შესაფასებლად, რომელსაც ისინი როგორც LAG -ის წევრები შეძლებენ საკუთარი დროით, ენერგიითა და გამოცდილებით
LAG -ის წევრები პირველად შეიკრინენ ბაბანეურის მარანში.  გასული 12 თვის განმავლობაში, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ENPARD პროექტისახმეტის მუნიციპალიტეტში ინკლუზიური და თანამონაწილეობითი ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობაფარგლებში, დამსწრეთა უმრავლესობა შეხვდა ერთმანეთს პროექტის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა ღონისძიებებზე, მათ შორის შეხვედრებზე, ტრეინინგებზე,  სასწავლო ტურებზე და .. LAG– ის პირველი ოფიციალური შეხვედრა კი არჩეულ იქნენ LAG– ის აღმასრულებელი საბჭოს წევრები, რომლებიც იქნებიან თავიანთი თემების  და  სექტორის წარმომადგენლები: იქნება ეს კერძო , საჯარო  თუ სამოქალაქო სექტორი.
მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ პროექტის განმახორციელებელი ლიდერი ორგანიზაციის  Action Against Hunger  წარმომადგენლები რიჩარდ მაქსფილდი,  ტექნიკური კოორდინატორი და გიორგი სანტურიანი, პროგრამის მენეჯერი. ამას მოჰყვა ღია დისკუსია კითხვა პასუხის სახით მონაწილეებსა და ორგანიზაციების Action Against Hunger  და  KRDF წარმომადგენლებს შორის. მთავარი საკითხი შეეხებოდა განმახორციელებელი ორგანიზაციების ჩართულობის ხარისხს და LAG– ის როლს საპროექტო განაცხადების შერჩევის, დაფინანსების და მათი მონიტორინგის პროცესში. მონაწილეებს განემარტათ, რომ LAG იქნება მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და საჭირო კონსულტაციებს პროცესის სწორად წარმართვისთვის პროექტის პარტნიორებისგან მიიღებს. ასევე განხილული იყო სხვა უფრო სპეციფიკური საკითხები, რომლებიც დაკავშირებულია LAG– ის წევრობასთან, საბჭოს წევრთა არჩევნებში მონაწილეობის შესახებ კენჭისყრის პროცესთან და სამივე სექტორიდან (საჯარო, კერძო, სამოქალაქო) წარმომადგენლობის შესახებ.
თითოეული სექტორის წარმომადგენლები საჯარო, კერძო და სამოქალაქო-  შეიკრიბნენ თავიანთ შესაბამის ჯგუფებში, რომ უფრო მეტი გაეგოთ დამსწრეთა მოლოდინების და მოტივაციის შესახებ,  და წარედგინათ საკუთარი კანდიდატურები აღმასრულებელი საბჭოს წევრების არჩევნებში. ამ სიღრმისეული მსჯელობის შემდეგ, LAG- ის წევრებმა კენჭი უყარეს თავიანთი სექტორის წარმომადგენლებს. კენჭისყრის დასრულების შემდეგ, კომისიის წევრები დარჩნენ  საარჩევნო ხმების დასათვლელად.  ხანგრძლივი განხილვის, დებატებისა და საარჩევნო პროცედურის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს ქონდათ საშუალება ესაუბრათ არაფორმალურ გარემოში, დაესვენათ და მიერთვათ ვახშამი.  ვახშმის შემდეგ, განცხადება გაკეთდა იმ პირთა შესახებ, რომლებიც არჩეულ იქნა აღმასრულებელ საბჭოში 34 წლის ადგილობრივმა მეწარმემ ანა იმედაშვილმა, რომელიც წარმოადგენს კერძო სექტორს, და არჩეულ იქნა აღმასრულებელი საბჭოს წევრად, გაგვიზიარა  თავისი შთაბეჭდილებები და თქვა, რომკერძო მრეწველობა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მე ახლა მაქვს შანსი გავუზიარო ჩემი გამოცდილება ბიზნესში. ასევე, ხელი შევუწყო უკეთესი პირობების შექმნას რეგიონის გასაძლიერებლად … ”. ზოგადად საბჭოს მუშაობის შესახებ საუბრისას, ანა არის რეალისტური, მაგრამ იმედიანი – ”ჩვენ გვჭირდება თავისუფალი და ღია დისკუსია და ყველას უნდა მივცეთ საშუალება გამოთქვან თავიანთი აზრი. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ღია ერთობლივი საქმიანობისთვის, რადგან უნდა მივიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და ყველაფერს გავაკეთებ პოზიტიური ცვლილების მისაღწევად ”. მომავალ წელს,  LAG -ის აღმასრულებელი საბჭო შეიკრიბება LAG -ის წესდების შესამუშავებლად და  LAG-ის წევრებთან ერთად დაიწყებს მუშაობას ადგილობრივი განვითარების სტრატეგიაზე.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ ENPARD პროგრამის მესამე  ფაზის ფარგლებში        და მას ახორციელებენ ორგანიზაციები: Action Against Hunger, კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი და თუშეთის განვითარების ფონდი.
ევროკავშირი საქართველოში სოფლის განვითარებას ხელს უწყობს სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა ENPARD-ის მეშვეობით. ეს მხარდაჭერა დაფუძნებულია საუკეთესო ევროპულ გამოცდილებაზე ამ სფეროში და გულისხმობს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას სოფლად მცხოვრებლებისთვის, მათთვის ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნითა და საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობით. ENPARD-ის პროგრამა საქართველოში ხორციელდება 2013 წლიდან და მის მთავარ  მიზანს სოფლად სიღარიბის შემცირება წარმოადგენს. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთwww.enpard.ge