(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდული ღონისძიება ჩაატარა

ევროკავშირის მხარდაჭერით, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდული ღონისძიება ჩაატარა

30-ზე მეტმა ახალგაზრდა ფერმერმა მიიღო მონაწილეობა ახალგაზრდულ ღონისძიებაში გენდერულ საკითხებზე, რომელიც 4 დეკემბერს, ასოციაციამ „სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“ (RDFG), გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში ჩაატარა. კამპანია მსოფლიოს მასშტაბით 25 ნოემრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით აღინიშნება.
რა არის გენდერი? რას ნიშნავს გენდერული თანასწორობა და თანაბარი უფლებები ქალებისა და მამაკაცებისათვის? რა მდგომარეობაა დღეს საქართველოში გენდერული ძალადობის მხრივ? და რა არის საჭირო ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად? – ეს ის თემებია, რომელიც განხილული იყო  აღნიშნული საერთაშორისო კამპანიისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე. სესიები ჩაატარეს მოწვეულმა სპიკერებმა ადამიანის უფლებების დაცვის სფეროდან.
ღონისძიება ჩატარდა RDFG-ის თეთრიწყაროს ოფისში. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე, ექსპერტი გენდერულ საკითხებში თეონა ყუფუნია და ENPARD-ის კოოპერატივის „კონა“ დამფუძვნებელი ნატალია ფარცხალაძე.
“სამწუხაროდ განათლების სისტემა საქართველოში, ამ შემთხვევაში საშუალო სკოლა, არ აძლევს ახალგაზრდებს ცოდნას გენდერული თანასწორობის შესახებ. რეგიონებში მცხოვრები ბავშვები განსაკუთრებით მოკლებული არიან ამ ინფორმაცია. ოჯახში ძალადობა, რომელიც ძალიან გავრცელებულია საქართველოში, ასევე ტაბუირებული თემაა და ხშირად სწორედ ბავშვები გვევლინებიან მსხვერპლებად. როდესაც მოზარდი იზრდება გარემოში, სადაც ოჯახში ძალადობა და უთანასწორო გარემო ნორმაა, ის ხშირ შემთხვევაში ასევე გააგრძელებს მომავალში ცხოვრებას. ამიტომ მსგავსი შეხვედრები და არაფორმალური განათლება გენდერული თანასწორობის შესახებ არსებითად მნიშვნელოვანია, იმისათვის, რომ ახალგაზრდემა იცოდნენ რა არის კარგი და ცოდი, რა არის დასაშვები და რა – დანაშაული” – აღნიშნა თეონა ყუფუნიამ.
ახალგაზრდა ფერმერები ასევე გაეცნენ რამდენიმე ძლიერი და წარმატებული ქალის ისტორიას, რომლებაც ახალგაზრდებს საკუთარი გამოცდილება და რჩევები გაუზიარეს, თუ რა არის საჭირო წარმატების მისაღწევად.
„მსგავსი ცენტრები საქართველოს რეგიონებში არის ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ფანჯარა, საიდანაც გლობალური ხედი ეხსნებათ შესაძლებლობებზე, შედეგად გვეყოლება მეტი პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, ინფორმირებული ამომრჩეველი და თანამედროვე ფერმერი, რომლებიც ადგილზე მოახდენენ ცვლილებებს“  – აღნიშნა ნატალია ფარცხალაძემ.
ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო თემატურ გასართობ აქტივობებს, რომლის დროსაც ახალგაზრდებს სახალისო თამაშების დახმარებით გენდერულ საკითხებზე დისკუსიის შესაძლებლობა მიეცათ. ღონისძიება მიზნად ისახავდა აემაღლებინა ახალგაზრდების ცნობიერება გენდერულ თემებზე.
ახალგაზრდა ფერმერთა ცენტრების (YFCs) მოდელი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით, პროექტის „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ENPARD-ის ფარგლებში. პროექტს ახორციელებს  ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG). ცენტრები აერთიანებენ სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს, მათ თანამედროვე სოფლის მეურნეობის უპირატესობებს აცნობენ და საკუთარი თემის განვითარების პროცესში რთავენ.