(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ოფიციალური პრეზენტაცია მოეწყობა

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიების ოფიციალური პრეზენტაცია მოეწყობა

12 ოქტომბერი 2018, ბათუმი, აჭარაევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭრას საქართველოში. 12 ოქტომბერს, CENN და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში, ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფებთან ერთად, ქედის და ხულოს მუნიციპალიტეტების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებს წარმოადგენენ. ღონისძიება გაიმართება სასტუმროში ჰილტონ ბათუმში, 13:30-დან 17:00 საათამდე. იხილეთ ღონისძიების დღის წესრიგი.
შეხვედრას ოფიციალურად გახსნიან საქართველოში ევროკავშირის ელჩი ბატონი კარლ ჰარცელი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე, CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია და ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მისიის ხელმძღვანელი საქართველოში ეკა მესხირაძე.
CENN-ის პროექტის მენეჯერი ნინო გაფრინდაშვილი წარადგენს პროექტისქედა ლიდერიფარგლებში განხორციელებულ საქმიანობებს, ხოლო პროექტისსოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტშიშესახებ ისაუბრებს  ჩეხეთის კარიტასის მენეჯერი ხულოს მუნიციპალიტეტში გიორგი მურვანიძე. ქედის და ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებისა და სტრატეგიული მიმართულებების შესახებ ინფორმაციას წარმოადგენენ ქედის და ხულოს ადგილობრივი  განვითარების ჯგუფების წარმოემადგენლები.
პროექტები ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ქედის მუნიციპალიტეტში CENN-ის მიერ, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), დემოკრატიის ინსტიტუტთან (IoD) და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან (ÖIR) თანამშრომლობით და ხულოს მუნიციპალიტეტში ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან – PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის  ვებგვერდს: www.enpard.ge