(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“ და თევზის ფესტივალი გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“ და თევზის ფესტივალი გაიმართა

ევროკავშირის მხარდაჭერით, 5-7 აპრილს, ბათუმსა და ქედაში თევზმოშენების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი და საველე ვიზიტები გაიმართა.  
6 აპრილს, ბათუმმა უმასპინძლა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას თემაზეთევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“. კონფერენცია მიზანად ისახავდა სხვადასხვა ქვეყნების თევზმოშენების სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების და პირების ურთიერთდაკავშირებას.
კონფერენცია ოფიციალურად გახსნენ აჭარის / სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ და საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ქალბატონმა ნინო თანდილაშვილმა.
თევზმოშენება მნიშვნელოვანია ჩვენი რეგიონისთვის, აჭარის /  სოფლის მეურნეობის სამინისტროს შემუშავებული აქვს  დარგის განვითარების სტრატეგია,  ჩვენის მხრიდან არის მზაობა ნებისმეირ ინიციატივას და ღონისძიებას ხელი შევუწყოთ მეთევზეობის დარგის განვითარებისთვისაღნიშნა აჭარის / სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტიტე აროშიძემ.
კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, აზერბაიჯანის და სომხეთის თევზმოშენების სფეროში ჩართულმა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა.
კონფერენციის წინა დღეს, მონაწილეები საველე ვიზიტის ფარგლებში ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედ საკალმახე მეურნეობებს ეწვივნენ. ვიზიტის მიზნად ისახავდა მონაწილეთა შორის გამოცდილებების გაზიარების სტიმულირებასა და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვას, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტიანი გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.  
7 აპრილს ქალაქ ბათუმის ბულვარში გაიმართა თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი, სადაც კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი იყო სხვადასხვა სახის თევზისა და ზღვის პროდუქტები, გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის თევზის რესტორნებმა, საზოგადოებრივი კოლეჯებმა, ღვინისა და ლუდის კომპანიებმა.
ყოველწლიური ღონისძიების ორგანიზატორია ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციაფორეჯი“. ღონისძიება გაიმართა ევროკავშირის ENPARD პროგრამის დაფინანსებული CENN-ის პროექტისქედა ლიდერი“, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  ჯგუფი ალიანსის მხარდაჭერით. ღონისძიების პარტნიორები იყვნენ ()იპ აგროსერვისცენტრი, აჭარის სავაჭროსამრეწველო პალატა, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი, საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატა.