(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“ გაიმართება

ევროკავშირის მხარდაჭერით ბათუმში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“ გაიმართება

5-7 აპრილს, ევროკავშირის მხარდაჭერით, ბათუმსა და ქედაში თევზმოშენების მიმართულებით საერთაშორისო კონფერენცია, თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი და საველე ვიზიტებია დაგეგმილი.
6 აპრილს, ბათუმში, სასტუმრო რედისონში, გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: „თევზმოშენება ქვეყნის ეკონომიკური სიძლიერისათვის“. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს, უკრაინის, თურქეთის, ნორვეგიის, აზერბაიჯანის და სასომხეთის თევზმოშენების სფეროში ჩართული სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. კონფერენციის მიზანია სხვადასხვა ქვეყნების თევზმოშენების სფეროში დასაქმებული ორგანიზაციების და პირების ურთიერთდაკავშირება, მათ შორის გამოცდილებების გაზიარების სტიმულირება და სამომავლო საქმიანობების დაგეგმვა, რათა შესაძლებელი გახდეს არსებული ჰიდროპოტენციალის უფრო ეფექტური გამოყენება ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.  
კონფერენციის წინა დღეს, 5 აპრილს, მონაწილეები საველე ვიზიტის ფარგლებში მოინახულებენ ქედის მუნიციპალიტეტში მოქმედ საკალმახე მეურნეობებს, გაეცნობიან დარგში არსებულ სიტუაციასა და  ქვეყანაში არსებულ ჰიდრორესურსების პოტენციალს.
7 აპრილს ქალაქ ბათუმის ბულვარში, ალისა და ნინოს მოძრავი ქანდაკების მიმდებარე ტერიტორიაზე გაიმართება თევზისა და ზღვის პროდუქტების ფესტივალი, სადაც კონფერენციაში მონაწილე ქვეყნების მიერ წარმოდგენილი იქნება სხავდასხვა სახის თევზისა და ზღვის პროდუქტები, გარდა ამისა, ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ ბათუმის, თევზის რესტორნები, საზოგადოებრივი კოლეჯები, ღვინისა და ლუდის კომპანიები. სტუმრებს საშუალება ექნებათ სასიამოვნო გარემოში და მუსიკის ფონზე დააგემოვნონ მათთვის საინტერესო კერძები, მიიღონ ინფორმაცია თევზის კვებითი ღირებულებებისა და კულინარიული რეცეპტების შესახებ.
ღონისძიების ორგანიზატორია ორგანული აკვაკულტურის განვითარების ასოციაციაფორეჯი“.
ღონისძიების იმართება ევროკავშირის ENPARD პროგრამის ფარგლებში მიმდინარე CENN-ის პროექტისქედა ლიდერი“, საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს,  აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  ჯგუფი ალიანსის მხარდაჭერით.
ღონისძიების პარტნიორები არიან ()იპ აგროსერვისცენტრი, აჭარის სავაჭროსამრეწველო პალატა, ქალაქ ბათუმის მერია, ბათუმის ბულვარი, საქართველოს სავაჭროსამრეწველო პალატა.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ღონისძების პროგრამა, ან  დაუკავშირდით სოფიკო დიასამიძეს, +995 577 98 99 48, fhoreji@gmail.com