(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო

ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ინიციატივით ახალგაზრდებისთვის საზაფხულო ბანაკი მოეწყო

12-17 ივლისი 2019, რაჭასოციალური ინტეგრაცია, საკომუნიკაციო და ინტერპერსონალური უნარების განვითარება იყო ახალგაზრდული საზაფხულო ბანაკის წამყვანი თემები, რომელიც ევროკავშირის მხარდაჭერით და ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) ინიციატივით რაჭაში გაიმართა. ღონისძიება ევროკავშირის პროექტისსოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქშიფარგლებში შედგა
ბანაკის მსვლელობისას ახალგაზრდები გაეცნენ რაჭის რეგიონის ისტორიას, მოინახულეს კულტურულისტორიული და რეკრეაციული ადგილები, მიიღეს ინფორმაცია რეგიონის საგანმანათლებლო, პროფესიული დაწესებულების სასწავლო პროგრამების შესახებ, შეისწავლეს ადგილობრივი ტრადიციული ხელსაქმისმინანქარზე მუშაობის ხელოვნება. მასპინძელ ოჯახთან ერთად მოამზადეს ადგილობრივი კერძები. ახალგაზრდები გაეცნენ ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ტენდენციებსა და გაუმჯობესებული კომუნიკაციის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს
მნიშვნელოვანია მსგავსი პროექტები, რაც საშუალებას აძლევს ახალგაზრდებს ეზიარონ ხელოვნებას და ამით გაიმდიდრონ სულიერი სამყარო. განსაკუთრებით აქტუალურია რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ჩართულობა, რომლებისთვისაც მსგავსი აქტივობები არ არის ყოველთვის ხელმისაწვდომი. მე და ჩემი კოლეგები სახლმწიფო სამხატვრო აკადემიიდან ყოველთვის მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ასეთ ღონისძიებებში,”- აღნიშნა პროფესორმა ბექა ნუცუბიძემ.
ბანაკის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტები სოციალური ინტეგრირების და ინტერპერსონალური უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე გაკეთდა. რაჭის რეგიონი კი ახალქალაქის LAG-ის მიერ სპეციალურად შეირჩა, როგორც მდიდარი ტრადიციებისა და ისტორიის მქონე საქართველოს ერთერთი რეგიონი. ახალგაზრდები რაჭის ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებს ეწვივნენ. საინტერესო ლექციები გაიმართა სოციალური განვითარების შესახებ
ბანაკი რომელიც წელს, რაჭაში იმართება გემორჩეულია. ის საშუალებას გვაძლევს, გავეცნოთ საქართველოს ისტორიულ კუთხეს და ვეზიაროთ მის კულტურასა და ტრადიციებს,” – განაცხადა ახალქალაქის LAG-ის ახალგაზრდული ჯგუფის წევრმა ნაზი სესაძემ.
ეს არის ახალქალაქის LAG-ის მიერ ინიცირებული მეორე ახალგაზრდული ბანაკი, მსგავსი აქტივობების განხორციელება მომავალშიც იგეგმება.
პროექტსსოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქშიახორციელებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტი (DRDVE/GIPA). პროექტის პარტნიორები არიან მერსი ქორფსი, ELVA საზოგადებრივი ჩართულობა და დასავლეთ კორკის განვითარების პარტნიორობა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში
ევროკავშირი (EU) ხელს უწყობს სოფლად სიღარიბის შემცირებასა და სოფლის განვითარების თანამედროვე პრაქტიკის დანერგვას საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის დახმარებით. საქართველოში პროგრამა 2013 წლიდან ხორციელდება. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ვებგვერდზე: www.enpard.ge