(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ესპანეთს ესტუმრა

ევროკავშირის მხარდაჭერით დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი სასწავლო ვიზიტით ესპანეთს ესტუმრა

2019 წლის 15-22 სექტემბერს, ევროკავშირის ENPARD პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის „PROCEED“-ის ფარგლებში, დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების  ჯგუფის (LAG) წევრები სასწავლო ვიზიტით ესპანეთში, ანდალუსიის რეგიონში  იმყოფებოდნენ. ტურში ასევე მონაწილებდნენ  დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, პოლიტიკისა და ანალიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
ღონისძიების მონაწილეებს საშუალება მიეცათ გასცნობოდნენ ანდალუსიაში LEADER-ის მუშაობის პრინციპებს, ადგილობრივი განვითარების ჯგუფების  ჩართულობას  განვითარების სტრატეგიის შემუშავების პროცესსა და პროექტების შერჩევაში. 
სასწავლო ტურის მონაწილეებმა მოინახულეს რეგიონის ქალაქები და სოფლები, სადაც შეხვდნენ რეგიონის ტერიტორიაზე მოქმედ ადგილობრივი განვითარების ჯგუფთა მენეჯერებსა და ქალაქის მერებს. სტუმრები გაეცნენ ადგილობრივი განვითარების ჯგუფთა მიერ დაფინანსებული პროექტებისა და  პროდუქტების წარმოების ხელშეწყობის მაგალითებს – ვარდისა და ზეთისხილის სანერგე, ფორთოხლის მარმელადის საწარმო, ჰიდროფონიკის სისტემაზე დაფუძნებული პომიდორის სათბური, ზეითუნის ზეთის საწარმო, სასტუმროების კომპლექსი და სხვა.
ვიზიტის მონაწილეებისათვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ქალაქ ჰორნაჩუელოსში (Hornachuelos) არსებული საგანმანათლებლო, სპორტული და შემეცნებითი პროფილის სასტუმრო კომპლექსი Centro de Naturaleza Canada Verde, რომელიც ესაზღვრება ჰორნაჩუელოს დაცულ ტერიტორიას (Sierra de Hornachuelos Nature Reserve). ასევე, მნიშვნელოვანი ინტერესი გამოიწვია ქალაქ გუადიქსში არსებულმა დასაქმების დღის ცენტრმა Centro Ocupacional “ACCI” Guadix, რომელიც ემსახურება შეზღუდული ინტელექტუალური შესაძლებლობის მქონე პირებს მათი შრომით საქმიანობაში, ინდივიდუალურ და ჯგუფურ პროგრამებში ჩართვის გზით.  
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მხარეებმა ისაუბრეს სამომავლოდ ისეთი ერთობლივი ღონისძიეებების ჩატარებაზე, რომელიც გულისხმობს ინვესტიციების მოზიდვას დედოფლისწყაროს მუნციპალიტეტში სხვადასხვა სექტორთა და შესაძლებლობის გაზრდის მიმართულებით. მაგალითად, მოიაზრება ზეთისხილის წარმოების შესაძლებლობის შესწავლა დედოფლისწყაროში, რათა მოხდეს ამ კულტურის პოპულარიზაცია.  
ვიზიტის განხორციელება შესაძლებელი გახდა ლოიოლას უნივერსიტეტის (ანდალუსია), განვითარებისა და კოოპერაციის ETEA ფონდისა და ჰექს-ეპერ ჯორჯიას ორგანიზებთა და ძალისხმევით.
„მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge.