(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საბჭოს წევრებს და პროექტების შერჩევის კომისიის წარმომადგენლებს პროექტის ციკლის მართვის ტრენინგი ჩაუტარდათ

ევროკავშირის მხარდაჭერით დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საბჭოს წევრებს და პროექტების შერჩევის კომისიის წარმომადგენლებს პროექტის ციკლის მართვის ტრენინგი ჩაუტარდათ

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური განვითარებისათვის“ ფარგლებში, დედოფლისწყაროს ადგილობრივი  განვითრების ჯგუფის (LAG) საბჭოსა და პროექტების შერჩევის კომისიის წარმომადგენლებს, ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე „პროექტის ციკლის მართვა“ .
ტრენინგის განმავლობაში მონაწილეებს მიეცათ შესაძლებლობა გაეუმჯობესებინათ ცოდნა და უნარები შემდეგ თემებში: სიტუაციური ანალიზის განხორციელება; ინტერვენციის სტრატეგიის განსაზღვრა და მასთან დაკავშირებული მიზნებისა და შედეგების იდენტიფიკაცია; პროექტის დიზაინი და დაგეგმარება; ყოველი დონის შედეგების ინდიკატორების შერჩევა; რესურსების განაწილება და ბიუჯეტირება; პროექტის მონიტორინგი; ანგარიშგება; პროექტის დახურვა.
ტრენინგს ესწრებოდა დედოფლისწყაროს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ის თექვსმეტი წარმომადგენელი, რომელიც პასუხისმგებელია ჯგუფის მიმდინარე საქმიანობაზე და სავარაუდოდ, მომავალშიც გაუძღვებიან ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქმიანობას. ტრენინგის განმავლობაში მიღებული ცოდნის შედეგად, მონაწილეები შეძლებენ არა მხოლოდ ეფექტურად შეაფასონ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებები, ასევე შეიმუშაონ მაღალი ხარისხის საპროექტო განაცხადები, მომავალში სავარაუდო დონორებისგან თანხების მოძიების მიზნით.
ევროკავშირის თანადგომით ENPARD II ფარგლებში მიმდინარე  პროექტს „მოქალაქეთა ჩართულობა ეკონომიკური გავითარებისთვის (PROCEED)“ ახორციელებს HEKS/EPER საქართველო ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანასთან“ თანამშრომლობით. პროექტის მიზანია სიღარიბის შემცირება დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში (აღმოსავლეთ საქართველო).
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან საერთო ბიუჯეტით 179,5 მილიონი ევრო. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიოტიტეტი იყო სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაზრდას. დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ ვებ-გვერდი: www.enpard.ge