(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები ჩატარდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მოსამზადებელი სამუშაო შეხვედრები ჩატარდა

7-9 ივნისი, 2018, ხულო, აჭარა – ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის შემუშავება და საპროექტო განაცხადების მომზადება 7-9 ივნისს, აჭარაში, ხულოს მუნიციპალიტეტში შემდგარი სამუშაო შეხვედრების წამყვან თემებს წარმოადგენდა. შეხვედრები ხორვატიის განვითარების ქსელმა, (HMRR) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფის წევრებისთვის ჩაატარა. პროექტს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG)  სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.
7 ივნისის სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო: ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საბოლოო ვერსიის შექმნა, სტრატეგიის პრიორიტეტული მიზნების განსაზღვრითა და ლაგის აქტივობების ჩამოყალიბების გზით; ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შედგენა; ლაგის აქტივობების დაგეგმვისა და მათ განხორციელებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების განხილვა, როგორიცაა მართვის სისტემა, ბენეფიციარებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობა, თანხების მოძიების სტრატეგია, სხვადასხვა სამუშაო ჯგუფის შექმნა, სტრატეგიის განახლება; და, ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის პროექტების სამუშაო ვერსიებზე მუშაობა.
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა მიიღო სტრატეგიაზე მომუშავე ჯგუფის თოთხმეტმა წევრმა. მონაწილეებმა შეაფასეს პასუხობს თუ არა სტრატეგიის ძირითადი მიზნები SWOT-ით განსაზღვრულ საჭიროებებს, მოიცავს თუ არა ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის სამუშაო ვერსია ყველა მნიშვნელოვნ საკითხს, აგრეთვე ჯგუფებში იმსჯელეს მართვის საკითხებზე, ურთიერთობაზე ბენეფიციარებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან, დამატებით თანხების მოძიების სტრატეგიაზე და სამუშაო ჯგუფების შექმნის აუცილებლობაზე.
8-9 ივნისს, HMRR-ის ექსპერტებმა LAG-ის ფონდების მოძიების ჯგუფთან ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „იდეიდან პროექტამდე“. ტრენინგის მიზნები იყო პროექტის ციკლის მართვის საკითხების შესწავლა, შედეგზე დაფუძნებული მართვისა და პროექტის ციკლის მართვის გამოყენებით ორი პროექტის იდეის შემდგომი განვითარება, შემდგომ სემინარამდე განსახორციელებელი აქტივობების სამოქმედო გეგმის შედგენა. მონაწილეებმა შეიმუშავეს პრობლემების ხის საბოლოო ვერსია, გააკეთეს დაინტერესებულ მხარეთა ანალიზი, მიზნების ხე, სტრატეგიის ანალიზი და რესურსების ანალიზი.
ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის დახმარებით. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი მთლიანი ბიუჯეტი შეადგენს  179.5 მილიონ ევროს. ENPARD-ის ძირითადი მიზანი საქართველოში სოფლად სიღარიბის დაძლევაა. პროგრამის პირველი ფაზის პრიორიტეტი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა იყო, ხოლო მეორე და მესამე ფაზა მიზნად ისახავს სოფლად მცხოვრები ადამიანების ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების შექმნას არამარტო აღნიშნულ სექტორში. მეტი ინფორმაციისათვის ეწვიეთ  ENPARD-ის ვებ–გვერდს: www.enpard.ge.