(032) 2 293 249‬

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ხულოს მუნიციპალიტეტში გამოცხადებული საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის „სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობა ხულოს მუნიციპალიტეტში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG), დასრულდა სოფლის განვითარების საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი.
საგრანტო კონკურსის პირველი ეტაპი მოიცავდა ხულოს ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში ისეთი პროექტების იდეების იდენტიფიცირებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ხულოში საცხოვრებელი და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესება ხულოს 2018-2022 წლების ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის  პრიორიტეტებისა და საკვანძო ამოცანების შესაბამისად.
საგრანტო კონკურსის ფარგლებში სულ შემოვიდა 429 პროექტის იდეა. აღნიშნული პროექტების იდეები შეფასდება ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (ხულოს LAG) ბაზაზე შექმნილი საგრანტო კომიტეტის და ENPARD ხულო პროექტის წარმომადგენლების მიერ.
საგრანტო კომიტეტი შედგება ხულოს LAG-ის 22 წევრისაგან, მათგან 15 ძირითადი წევრია, ხოლო 7 რეზერვი. კომიტეტის წევრები დაამტკიცა ხულოს LAG-ის გამგეობამ, 2018 წლის 6 სექტემბრის კრებაზე.
საგრანტო კომიტეტი პროექტების იდეებს შეაფასებს 2018 წლის სექტემბრის ბოლომდე და გამოავლენს პროექტებს, რომლებიც ასახავენ ხულოს ადგილობრივი განვითარების სტრატეგიით განსაზღვრულ პრიორიტეტებს. გამოვლენილი პროექტების ავტორები მოწვეულები იქნებიან საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე, სრული პროექტების კონკურსზე.
სრული პროექტების განაცხადის შედგენაზე ტრენინგები ჩატარდება ოქტომბრის თვეში, ENPARD ხულოს ოფისში.
დამატებითი ინფორმაციისათვის, მსურველებს შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ნომერზე: 551 13 55 25 ან/და მოგვწეროთ giorgi.abuladze@caritas.cz
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია, მათ შორის: საგრანტო კონკურსის სახელმძღვანელო, სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი განთავსებულია ევროკავშირის ENPARD პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.enpard.ge და ხულოს ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვებგვერდზე: www.khulolag.ge  
პროექტს ახორციელებს ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში (CCRG) პარტნიორ ორგანიზაციებთან, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის სოფლის განვითარების ქსელთან (HMRR) თანამშრომლობით, ვროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის, ENPARD-ის II ფაზის ფარგლებში.